in

Facebook Messenger-ის ახალი ფუნქცია Watch Together, ვიდეოს მეგობართან ერთად ყურების საშუალებას მოგცემთ

veon
veon

Facebook Messenger ვიდეოზარების გამოსაყენებლად ახალ მიზეზს გვთავაზობს – ფუნქციას, რომლის დახმარებითაც ჩართვისას კონკრეტული ვიდეოს მეგობართან ერთად ნახვასა და შთაბეჭდილებების პირდაპირ ეთერში გაზიარებას შევძლებთ. ფუნქცია სახელად Watch Together უახლოეს კვირებში გააქტიურდეება. ის ხელმისაწვდომი იქნება ჯგუფური ზარების შემთხვევაშიც და მისი დახმარებით, სხვადასხვა გადაცემის, სიუჟეტის, პირდაპირი ეთერისა თუ ვიდეოეპიზოდის ყურებას მეგობრებთან ერთად შევძლებთ.

შესაძლოა, Watch Together-მა Facebook-ის უკვე ყველასთვის ცნობილი პროდუქტი – Watch Party გაგახსენოთ, რომლის დახმარებითაც ვიდეოს საყურებლად მეგობრების, ან კონკრეტული ჯგუფის წევრების მოწვევა შეგვიძლია. თუმცა, ეს ფუნქცია ფეისბუკში ვრცელდება და არა მესენჯერში და ესეც რომ არა, Watch Together-ში მხოლოდ იმ ადამიანებთან იზიარებთ ვიდეოს, რომლებსაც ვიდეოზარის დახმარებით, იმ მომენტში უკავშირდებით. ვიდეოზარისას კი, თუ Watch Together-ს მიმართავთ, მეგობრების რეაქციების დაფიქსირებას და საკუთარი დამოკიდებულების მათთვის გაზიარებასაც შეძლებთ. მეტად სახალისო ინტერპრეტაციისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელსაც თქვენ და თქვენი მეგობარი სასაცილოდ გაახმოვანებთ, დანარჩენები კი მოგისმენენ.

ჯგუფური ვიდეოზარის, ან Messenger Rooms-ის გამოყენებისას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ქონთენთი Facebook-ის ვიდეოკატალოგიდან (Watch) და მის ნახვას ზარის ყველა მონაწილე, ერთდროულად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ Watch Together არ აქვს სხვა ვიდეოპლატფორმების მხარდაჭერა. მაგალითად, აქ ვერ ნახავთ ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე დევს. ასე რომ, ამ ფუნქციით მხოლოდ ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოებს ნახავთ და ეს კიდევ ერთხელ ამჟღავნებს სოციალური ქსელის ამბიციას, ვიდეოსტრიმინგის პლატფორმებს კონკურენცია გაუწიოს.

როგორია ბიზნესის ზრდა Covid-19-ის ეპოქაში – “ონვეის” ქეისი

MAGSMAN – კომპანია, რომელსაც ამბების თხრობა უყვარს