8
ნოე
2018

10 წუთი Facebook შეტყობინების წასაშლელად

8 ნოე 2018

veon
veon


თუკი ცხელ გულზე რაღაც ისეთი მიგიწერიათ Facebook-ით, რაზეც შემდეგ გინანიათ? ან სხვასთან წერდით და შეცდომით გაგეგზავნათ? – ასეთ სიტუაციებს უხერხულობა ბევრისთვის შეუქმნია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად Facebook-მა “მესენჯერში” გზავნილის წაშლის ფუნქცია დამატება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, შეტყობინებების წაშლა გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ადრესატს თქვენგან არასასურველი წერილი აღარ მიუვა. ჯერჯერობით, სიახლის დანერგვის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

 

 

როგორც “ფეისბუკი” თავის რელიზში ავრცელებს ინფორმაციას: “შეგეძლებათ წაშალოთ გაგზავნილი შეტყობინება. თუკი შემთხვევით სხვა ფოტო, მცდარი ინფორმაცია ან სხვა ტექსტი შეცდომით გაგზავნეთ, მარტივად შეძლებთ მათ წაშლას”.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა მხოლოდ საკუთარი ინბოქსიდან არის შესაძლებელი, ადრესატს მისი ნახვა კვლავ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ გაგზავნილი შეტყობინების წაშლის ფუნქცია აპლიკაცია WhatsApp-საც აქვს. აპლიკაციაში გზავნილის წაშლა, დაახლოებით, ერთი საათის მანძილზე შეგიძლიათ. ანალოგიური ფუნქცია აქვს Gmail-საც, რომლის მომხმარებლებს შეუძლიათ 5-30 წამის განმავლობაში უარი თქვან უკვე გაგზავნილ წერილზე. მომხმარებელი დროის მონაკვეთს თავად ირჩევს წინასწარ.

 

 

განხილვა