22
Aug
2019

Off-Facebook Activity – ახალი ფუნქცია მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად

22 Aug 2019

Facebook ახალ ფუნქციას ამატებს, რომლითაც მომხმარებელი გაიგებს, რა სახის ინფორმაცია მიაქვს, სოციალური ქსელიდან, სხვა ვებგვერდებს. მთავარი მიზანია ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და „იუზერებმა“ თავიანთი პირადი მონაცემების გაკონტროლება შეძლონ.  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ჩანს, Facebook-ის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, ბოლო პერიოდში, მომხდარი ფაქტების გამოსასწორებლად:  როცა კომპანიას, პირად მონაცემებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სოლიდური ჯარიმა დაეკისრა, ან როცა თავად აღიარეს, რომ მომხმარებელთა ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ.

 

Photo by Gokhan Balci/Anadolu Agency

ბევრი აპლიკაცია და ვებგვერდი, უფასოა, რადგან შემოსავალს რეკლამიდან იღებს. დღეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ პრობლემა სწორედ აქ ჩნდება: სიმრავლის გამო, თითქმის, შეუძლებელია, გააკონტროლო, ვინ და რა სახის ინფორმაციას იყენებს მომხმარებელების შესახებ.

როგორც Facebook-ში ამბობენ, ამ გაუკრვევლობის თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალურად გამჭვირვალე სისტემის შესაქმენელად დაამატეს ახალი ფუნქცია:

„წარმოიდგინეთ, რომ „ონალინ“ მაღაზიას სურს, თავისი რეკლამა ისეთ ხალხს აჩვენოს, ვისაც კონკრეტული ტიპის ფეხსაცმელები აინტერესებს. ანუ პროდუქტი ზუსტ სეგმენტს მიაწოდოს. ამის შესახებ ატყობინებს სოციალური ქსელის ადმინისტრაციას, რომელიც განსაზღვრავს აუდიტორიას და კომპანიას მათთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. მომხმარებლებისთვის, მინიმუმ, უსიამოვნოა, როცა მათ მონაცემებს მათივე თანხმობის გარეშე, ცვლიან. ასეთი პრაქტიკის გამო, შეიქმნა Off-Facebook Activity. მისი საშუალებით, „იუზერები“ მიიღებენ შეჯამებულ ინფორმაციას, რომელი აპლიკაციები და ვებგვერდები აგზავნიან/იღებენ მათ შესახებ ცნობებს და ახალი ფუნქციით შეძლებენ, საერთოდ გათიშონ ან ნაწილობრივ შეზღუდონ ამ ინფორმაციის „გადინება“.

ახალ ფუნქციას, Facebook, ჯერ საპოლოტედ, მხოლოდ ესპანეთში, ირლანდიასა და სამხრეთ კორეაში გაუშვებს. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაამატებს.

განხილვა