in

Facebook ახალ სოციალურ ქსელს ქმნის

Facebook, მოზარდებისთვის, ახალ სოციალურ ქსელს ქმნის. გამოცემა TechCrunch წერს, რომ პლატფორმას LOL ქვია და უკვე რამდენიმე თვეა, დამუშავებისა და ტესტირების რეჟიმშია.

BOG
BOG

გამოცემის ინფორმაციით, LOL-ზე Facebook-ის ჯგუფებიდან,  სახალისო ვიდეოები, „გიფები“ და „მემეები“ იქნება თავმოყრილი. გარდა ამისა, მომხმარებელი თვითონაც შეძლებს რგოლების ატვირთვას. აპლიკაციაში კონტენტი, თემატურად დაიყოფა და გადანაწილდება კატეგორიებში: Animals (ცხოველები),  For You (შენთვის), Pranks (სახუმარო ვიდეოები) და ა.შ.

 

Facebook-ის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. მათი თქმით, LOL-ის პროექტი ჯერ საწყის სტადიაზეა. ამიტომ, წინასწარ რთულია საბოლოო ფორმატზე ან გამოსვლის თარიღზე საუბარი. TechCrunch წერს, რომ პლატფორმა, აშშ-ში, სატესტო რეჟიმში, ახლაც მუშაობს.

 

YouTube-ზე საშიში ხუმრობების ამსახველი ვიდეოები აიკრძალა

ქართული Gepherrini, მალე, Amazon-ზე სრულ ასორტიმენტს გაყიდის