in

„ეს სტატია სამი თვისაა“ – Facebook გაგაფრთხილებთ, თუ ძველ ამბავს გააზიარებთ

veon
veon

გუშინ Facebook-მა განაცხადა, რომ პლატფორმას ახალ ფუნქციას ამატებს. სოციალური ქსელი გააფრთხილებს მომხმარებლებს, სანამ ძველ სტატიას/ამბავს გააზიარებენ. ერთგვარი საინფორმაციო Pop-up თქვენს ეკრანზე მაშინ გაჩნდება, თუ 90 დღეზე ძველი სტატიის გაზიარებას გადაწყვეტთ. შეტყობინება ინფორმაციასთან ერთად „უკან დაბრუნების“ შესაძლებლობასაც გვაძლევს, ან გაზიარებაზე თანხმობის საშუალებასაც, იმ შემთხვევაში, თუ სტატიის სიძველის მიუხედავად, მაინც გავაზიარებთ მას.

გადაწყვეტილება, ფეისბუკის მხრიდან, იმის გაცნობიერების შედეგია, თუ რა როლს თამაშობს ძველი სტატიები დეზინფორმაციის გავრცელებასა და გამყარებაში. მათი თქმით, ეს დეზინფორმაციის გამავრცელებელთათვის ნაცადი პრაქტიკაა – გაასაღონ სიახლედ ის, რაც რეალურად, უახლოეს წარსულში არ მომხდარა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტატიის გამოქვეყნების დრო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც ადამიანები წყვეტენ რა წაიკითხონ, რას ენდონ და რა გააზიარონ“, – ნათქვამია ფეისბუკის Feed and Stories-ის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ ჰიგმენის ბლოგში.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=920074065124300″ width=”720″ height=”300″ onlyvideo=”1″]

მსგავსი Pop-up შეტყობინებების პრაქტიკას ბოლო დროს Facebook სხვადასხვა პლატფორმაზე ტექსტავდა. მაგალითად, გასულ წელს, Instagram-ზე სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის ავტორი დაკომენტარებამდე გამაფრთხილებელ შეტყობინებას იღებდა. კომპანიის თქმით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მსგავსი შეტყობინებები მომხმარებელს უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს. ამჯერად, ყალბ ამბებთან ბრძოლის პირობებში, კიდევ ერთი ახალი ფუნქციის წარდგენისას ფეისბუკი ამბობს, რომ მსგავსი Pop-up-ები, დასაწყისისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებული სტატიების გაზიარებისას გამოჩნდება, მოგვიანებით კი სხვა მიმართულებებზე გავრცელდება.

სმარტფონის სანიტაიზერი – მოწყობილობა, რომელიც ბაქტერიების 99%-ს ულტრაიისფერი გამოსხივებით აქრობს

„ყველაზე ხელმისაწვდომი ბრენდის რებრენდინგი“ – NAVNE