in ,

Facebook Pages-ზე მომწონებელთა რაოდენობა და Like ღილაკი აღარ გამოჩნდება?

Facebook Pages-ისთვის ახალი დიზაინი იტესტება, რომლის მიხედვითაც ფეისბუკ გვერდებზე Like ღილაკი და მომწონებელთა რაოდენობა ქრება. ეს ფუნქცია საჯარო ფიგურების გვერდებზე, ფეისბუკის მობილურ აპლიკაციაში უახლოეს წარსულში გამოცადეს. ამ ეტაპზე კი ეს ინგლისურენოვანი ბიზნესგვერდების მცირე ნაწილს ეხება.

ახალი ბიზნესგვერდის დიზაინი მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის ძირითადი და საჭირო ინფორმაცია უფრო აღქმადი გახდეს. აქ მეტი ყურადღება ექცევა გვერდის აღწერასა და პოსტებს. შესამჩნევია, რომ როგორც უკვე ვთქვით და როგორც ვიზუალშიც ნახავდით, ახალ დიზაინში გამქრალია მოწონების ღილაკი და მომწონებელთა რაოდენობა. ამის ნაცვლად, აქ გამომწერთა რაოდენობა და გამოწერის ღილაკია.

ეს მონაცემი უფრო რეალურად ასახავს გვერდის მომხმარებელთა რაოდენობას, რადგან წლების განმავლობაში, უამრავმა ადამიანმა უამრავი გვერდი მოიწონა, თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, იცვლება ჩვენი საქმიანობის სფეროები, ინტერესები თუ საჭიროებები. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, გვერდი მოწონებული გვქონდეს, მაგრამ ბევრი ჩვენგანი მის გამოწერას აუქმებს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა მეგობარი გვერდის მოსაწონებლად გვიწვევს, ჩვენ მისი ხათრით ვიწონებთ გვერდს, თუმცა ვაუქმებთ გამოწერას, რადგან გვერდი ჩვენს ინტერესს აცდენილია. გამომწერთა რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება ბრენდებს საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვრონ, რეკლამის გარეშე, რამდენი ადამიანის სიახლეების ზოლში მოხვდება მათი პოსტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ფუნქციის – გამოწერისა და მოწონების ქონა ცოტაარიყოს დამაბნეველია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე გვერდის მფლობელი კომპანიისა თუ პერსონისთვის. აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გვერდის მოწონებით ავტომატურად ვხდებოდით გვერდის გამომწერიც.

განახლებული დიზაინის დახმარებით, გვერდების ადმინებს სქროლვის პროცესშიც შეეძლებათ საკუთარი ანგარიშიდან გვერდზე გადართვა და კომენტარებისთვის გვერდის სახელის პასუხის გაცემა. ხოლო გვერდის მენეჯმენტის კუთხით, ადმინისტრატორებს შეეძლებათ როლების გადანაწილება. მაგალითად, პოსტის რედაქტირებაზე წვდომის მართვა, იმის განსაზღვრა, თუ ვის შეუძლია გვერდზე კონტენტის შექმნა, პირადი შეტყობინებების გაგზავნა, რეკლამის დაგეგმვა და გაშვება, კომენტარებზე პასუხის გაცემა და ა.შ. რაც ნიშნავს, რომ ერთგვარად, სოციალური მედიის მენეჯერის როლები ნაწილდება.

წყარო: Techcrunch

სასტუმრო “ზებო” – ადგილი, სადაც სოფელ გობრონეთის ტურიზმი ჩაისახა

Facebook Messenger-ის უსაფრთხოების ახალი ზომები – App Lock და Face ID-ით განბლოკვა