in

Facebook-მა გადახდის სისტემა Facebook Pay წარადგინა

veon
veon

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში გადახდის არაერთი თანამედროვე და მარტივი მეთოდი არსებობს, ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც ფეისბუკია, ისევ ცდილობენ შექმნან მსგავსი, თუმცა ახალი რამ. ამაზე საუბრის საშუალებას შემდეგი ფაქტი გვაძლევს – ცოტა ხნის წინ, ფეისბუკმა გადახდის მეთოდის – Facebook Pay-ს შექმნის შესახებ განაცხადა. ეს იქნება სისტემა, რომლის გამოყენებასაც კომპანია ფეისბუკის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ნებისმიერი აპლიკაციიდან შეძლებთ, იქნება ეს Messenger, Instagram, WhatsApp, თუ სხვა. ერთი გადახდის მეთოდის დამატებით, მისით სარგებლობას ფეისბუკის ყველა პროდუქტიდან შეძლებთ.

კომპანიის განცხადებით, Pay ამ კვირიდან, აშშ-ში ამუშავდება და დასაწყისისთვის, Facebook-ისა და Messenger-ის აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი. გადახდის მეთოდი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ ბარათის ტიპებთან (Visa, MasterCard) თავსებადი აქნება, ისევე, როგორც PayPal-თან. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი გიგანტი კომპანია უკვე ჩამოშორდა ფეისბუკის ფინანსურ გეგმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წავიდნენ „ლიბრას“ ასოციაციიდან და აღარ იღებენ ფეისბუკის კრიპტოვალუტის შექმნაში მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, ფეისბუკი მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ Facebook Pay „ლიბრასგან“ დამოუკიდებელი და განსხვავებული პროექტია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/facebookapp/videos/403080913901331/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

რამდენად საჭიროა მსგავსი ფუნქციის შემოტანა? ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა Facebook Marketplace-ისთვის, რადგან ფეისბუკიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი გადარიცხვების წარმოება და შესაძლოა, ამან ბევრი მომხმარებლის დროც დაზოგოს და კომფორტიც უზრუნველყოს. თუმცა, იმ მრავალი სწრაფი და მარტივი ალტერნატივის გვერდით, რაც დღეს ბაზარზე არსებობს, რამდენად წარმატებული იქნება Facebook Pay? ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

 

Instagram ვიდეოს დამუშავების ახალ, TikTok-ისეულ ფუნქციას ტესტავს

“Bok To the future“ – Reebok ლოგოს განაახლებს