in

Facebook-ის პირდაპირი აუდიო ოთახები და პოდკასტები აშშ-ში ამოქმედდა!

უახლოეს კვირებში ბაზრის გაფართოება იგეგმება

veon
veon

Facebook-მა გადაწყვიტა, Live Audio Rooms და Podcasts შეერთებული შტატებში მცხოვრები iOS მომხმარებლისთვის აამოქმედოს. ამ დროისთვის ეს ფუნქციები აშშ-ში რამდენიმე საზოგადო მოღვაწისა და კონკრეტული ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ცნობილია, ორივე შემთხვევაში 50-მდე ადამიანის მოწვევაა შესაძლებელი. მართალია, ოთხებში ხალხის მოწვევას უშუალოდ მასპინძელი აკონტროლებს, მაგრამ საუბრის მოსმენა ყველას შეეძლება – მათ შორის, ანდროიდ მომხმარებლებს (მთავარია, მასპინძელი სარგებლობდეს iOS-ით).

ამასთან, სოციალურ გიგანტს მრავალი ახალი ფუნქცია შემოაქვს, როგორიცაა, მაგალითად, ნოტიფიკაცია – როდესაც ვინმე შეუერთდება ოთახს ან პირდაპირ ეთერს, თქვენ შესაბამის შეტყობინებას მიიღებთ. და თუ ვინმეს საუბარში ჩართვა სურს, უნდა დააკლიკოს ღილაკს “ხელის აწევა”, თუმცა ინტერაქცია ჩათის მეშვეობითაც შესაძლებელია.

“დღეს ჩვენ პირდაპირ აუდიო ოთხებსა და პოდკასტებს ვუშვებთ, როგორც ფეისბუქზე სოციალური აუდიო გამოცდილების შეტანას. უახლოეს კვირებში გავაფართოებთ მომხმარებელთა რაოდენობას – უფრო მეტი საზოგადო მოღვაწე და ჯგუფი შეძლებს პირდაპირი აუდიო ოთახების გამოყენებას. ასევე, უახლოეს თვეებში ორივე ფუნქცია ახალ მახასიათებლებს მიიღებს” – ვკითხულობთ Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ ადმინისტრატორები აკონტროლებენ, ვის შეუძლია ოთახის შექმნა. ამასთან, საზოგადოებრივ ჯგუფურ ჩათებზე წვდომა ყველას ექნება, ხოლო პირადი ჩათები მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის იქნება განკუთვნილი.

გარდა ამისა, საუბრის დროს მასპინძლებს ფონდებისა და არაკომერციული ორგანიზაციების ჩათში გამოჩენა შეეძლებათ, რათა გარკვეული შემოწირულობა მიიღონ.

სუპერკომპიუტერ Fugaku-ს Covid-19-ს საწინააღმდეგო მედიკამენტების აღმოსაჩენად გამოიყენებენ!

რა დადებითი მხარეები აქვს ჯანსაღ კვებას?