in

Facebook Pixel-ის 4 ივენთი, რომლებიც შენს ონლაინ მაღაზიაში უნდა დააინტეგრირო

მონაცემების გარეშე ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატება შეუძლებელია. მონაცემები გვაძლევს ინსაითებს, რომლის დახმარებითაც უკეთ ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ პრეფერენციებსა და ქცევებს. შედეგად, შეგვიძლია შეთავაზებები და მარკეტინგული სტრატეგიები მათ საჭიროებებს მოვარგოთ. ამ სტატიაში Evido მოკლედ მოგვიყვება, რას ნიშნავს Facebook Pixel-ის ივენთები და როგორ შეგიძლია მისი გამოყენებით შენი ონლაინ მაღაზიის გაყიდვების ზრდა.

Evido-ს შესახებ

სანამ Facebook Pixel-ის ივენთებს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ თუ Pixel-ებზე აქამდე ინფორმაცია არ გქონია ან შესაბამისი მასალები/სარეკლამო ექსპერტების მხარდაჭერა გჭირდება, შეგიძლია Facebook-ის რეკლამების გაშვება Evido-ს პლატფორმაზე დაიწყო. Evido არ არის სააგენტო, კომპანია არის Meta-ს ავტორიზებული გაყიდვების პარტნიორი საქართველოში.  ეს ნიშნავს, რომ:

1. ისინი კლიენტებს ეხმარებიან Meta-ს მხარდაჭერის გუნდთან (Support) დაკონტაქტებაში და ნებისმიერი სარეკლამო ან ბიზნეს მენეჯერის პრობლემების მოგვარებაში, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ინდივიდუალურად ახერხებ.
2. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობს მარკეტინგულ პლატფორმას, რამდენიმე უნიკალური ფუნქციონალით. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია “Policy Checker”, რომელიც შეამოწმებს შენი კონტენტის შესაბამისობას Facebook-ის რეკლამის წესებთან და მოგცემს რეკომენდაციებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Evido-ს სერვისები სრულიად უფასოა მათი კლიენტებისთვის. თანხას მხოლოდ სარეკლამო ბიუჯეტში იხდი, სარეკლამო ანგარიშს (Ad Account) კი თავად Evido გაწვდის. რეკლამებს თავად უშვებ, თუმცა Evido-ს მხარდაჭერის გუნდი, პლატფორმის ფუნქციონალები და რეკომენდაციები შედეგების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.

რას ნიშნავს Facebook Pixel-ის ივენთები?

Facebook Pixel-ის ივენთები არის კოდები, რომლებსაც ათავსებ შენი ელექტრონული კომერციის ვებსაიტზე, რათა თვალყური ადევნო მომხმარებლის ინტერაქციას კონტენტთან. ეს საშუალებას გაძლევს, უკეთესი ოპტიმიზაცია გაუკეთო რეკლამებს და გააუმჯობესო სამომხმარებლო გამოცდილება.

მომხმარებლის მოგზაურობა ვებსაიტზე ასე გამოიყურება: წარმოიდგინე, რომ კონკრეტული ადამიანი შენს ვებსაიტს ესტუმრა და აღმოაჩინა პროდუქტი, რომელიც მოეწონა. პირველ რიგში, ის დააწკაპუნებს პროდუქტის გვერდზე, რათა ნახოს მისი ღირებულება, ფოტოები და სხვა ინფორმაცია. ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქტს კალათაში ამატებს. მომდევნო ეტაპი ყიდვაა – გადახდის გვერდზე გადასვლა, საბანკო მონაცემების შეყვანა და პროდუქტის გამოწერა. ამ პროცესებს Facebook Pixel-ი აკვირდება და ივენთებად აკლასიფიცირებს: Page View, AddToCart, InitiateCheckout და Purchase. განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად:

ივენთი #1: Page View

The Page View-ის ივენთი არის Facebook Pixel-ის ფუნდამენტი. ის იწერს და “იმახსოვრებს”, რამდენჯერ დაათვალიერეს შენი ვებსაიტის ესა თუ ის გვერდი. შეგიძლია გააანალიზო, რომელი გვერდია ყველაზე ხშირად ნახვადი შენს მომხმარებლებში და რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად. შედეგად, კონტენტსა და რეკლამებს მათ საჭიროებებს მოარგებ.

ივენთი #2: Add to Cart

The Add to Cart-ის ივენთი მომხმარებლის მოგზაურობაში მნიშვნელოვანი ეტაპია. როდესაც მომხმარებელი პროდუქტს კალათაში ამატებს, ეს ნიშნავს, რომ ის ყიდვით დაინტერესებულია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგიძლია შექმნა რეტარგეტინგის კამპანიები, ანუ რეკლამა აჩვენო მათ, ვინც უკვე დაინტერესებულია პროდუქტით.

ივენთი #3: Initiate Checkout

Initiate Checkout არის ივენთი, როდესაც მომხმარებელი იწყებს გადახდის პროცესს. ეს გაყიდვების ძაბრში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. შეიძლება, რაღაც ეტაპზე მომხმარებელმა გადახდის პროცესი არ დაასრულოს, ამიტომ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რეკლამით კვლავ შეახსენებ აუდიტორიას თავს, რათა საბოლოოდ იყიდონ შენი პროდუქტი.

ივენთი #4: Purchase

ნებისმიერი ელექტრონული კომერციის ბიზნესის საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის გაყიდვების ზრდა. Purchase ივენთი ნიშნავს, რომ მომხმარებელმა უკვე დააჭირა ყიდვის ღილაკს და განახორციელა ტრანზაქცია. ამ მონაცემებით, შეგიძლია ზუსტად შეაფასო სარეკლამო კამპანიების ROI (განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი).

საბოლოო ჯამში, Facebook Pixel-ის ივენთები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატებისთვის. მისი დახმარებით დეტალურად ვაკვირდებით მომხმარებლების ქცევას ჩვენს ვებსაიტზე, რაც გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. ამ პროცესში კი Evido დაგეხმარება – თუ კომპანიის კლიენტი გახდები, უფასოდ გამოიყენებ პლატფორმის ფუნქციონალებს, გექნება ექსკლუზიური წვდომა Facebook-ის მხარდაჭერის გუნდთან და გარდა ამისა, მიიღებ ქართველი ექსპერტებისგან რჩევებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია.

[R]

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

უფრო ბედნიერი სამუშაო გარემოს შექმნა შესაძლებელია და ის ამად ღირს!