in

Facebook-მა Poke-ის ფუნქცია განაახლა!

M2

აღიარეთ, რამდენჯერ გაგიგზავნიათ? და რა კარგად ვერთობოდით?! ჰოდა ახლა მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, ფუნქციას თანამედროვე ელფერი მისცეს და ასე ამჟამინდელ თინეიჯერებშიც პოპულარული გახადოს. Poke-ის ფუნქცია შემოთავაზებებით გაუმჯობესდება; მასზე წვდომაც გამარტივდება საძიებო ველის დახმარებით, რაც ციფრული მისალმების გაგზავნას უფრო მოსახერხებელს გახდის. 

ახლა, როცა მეგობარს მოძებნით Facebook-ზე, საძიებო ველშივე ნახავთ Poke-ის ფუნქციას, რომელიც Pokes-ის გვერდზე გადაგიყვანთ და გაჩვენებთ, ვინ გიჯიკათ და ვისთვის გაქვთ ეს ჟესტი დასაბრუნებელი. თუ ჯერ არ ამოგიგდებთ, პირდაპირ ამ ლინკს ესტუმრეთ.

მეტას თქმით, Poke-ის განახლებამ გასულ თვეში უმეტესად 18-29 წლის მომხმარებლებში 13-ჯერ გაზარდა აქტივობა. გამოდის, ის, რაც Facebook-ის რელიკვიად ითვლებოდა, ახლა ხელახლა იბადება თაობა ზეტსა და მილენიალებში. სულ პირველად კი Poke 2004 წელს გააცნეს მომხმარებლებს, ოღონდ მისი მიზანი ასე მკაფიოდ არასდროს ყოფილა განსაზღვრული. თუმცა ფაქტია, მრავალი მიზნისთვის გამოვიყენეთ — დაწყებული უბრალო მისალმებით, დამთავრებული ფლირტით.

ამ ეტაპზე Facebook ექაუნთი თინეიჯერების მხოლოდ 33%-ს აქვს, ახლა კი კომპანია იმედოვნებს, რომ Poke-ის დაბრუნებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის მეტად რელევანტური და მიმზიდველი გახდება… 

მანქანა თვითმფრინავის დიზაინით – Jaguar-ის ისტორია

თიბისი და ველი ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ