in

Facebook ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებისთვის ფულს გადაგიხდით

veon
veon

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლიცენზირებული მუსიკის რეპუტაცია სოციალურ მედიაში აშკარად უარყოფითი იყო. საავტორო უფლებების დარღვევის საჩივრების თავიდან აცილების მიზნით, შემქმნელები ხშირად უარს ამბობდნენ თავიანთ ვიდეოებში მუსიკის გამოყენებაზე. თუმცა Facebook-ის უახლესმა შესწორებამ შეიძლება ეს საკითხი მარტივად მოაგვაროს — გუშინ Meta-მ განაცხადა, რომ ახალ ფუნქციას ნერგავს, რომლის მიხედვითაც ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებიდან შემოსული თანხა მუსიკოსსა და კონტენტის შემქმნელს შორის გაიყოფა. 

შემოსავლების გაზიარების ახალი მოდელით, მომხმარებელი, რომელიც გენერირებულ კონტენტში კონკრეტულ მუსიკას 60 წამზე მეტი ხანგრძლივობით იყენებს, სარეკლამო შემოსავლის 20%-ს მიიღებს. ხოლო დანარჩენი 80%, სავარაუდოდ, Facebook-სა და მუსიკის უფლებების მფლობელს შორის გაიყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს. ამ დროისთვის მუსიკოსების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას მოიცავს — Post Malone, Tove Lo, Grupo La Cambia, Leah Kate და Bicep.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალური მედიის პლატფორმა მზადაა, ერთდროულად გამოიმუშაოს შემოსავალი თავისი მომხმარებლებისთვის და თან ლიცენზირებული მუსიკის მფლობელებსაც გადაუხადოს. როგორც ვარაუდობენ, ეს გარკვეულწილად TikTok-თან შეჯიბრების ნაწილია, რომ მეტი აქტიური მომხმარებელი „გადმოიბიროს“ და მოიზიდოს.

#იზრუნესიყვარულით – ,,აგრონომმა“ ბაზარზე პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი წარადგინა

დალიე სუფთა წყალი და იზრუნე გარემოზე – Brita, წყლის ოპტიმიზაციის მსოფლიო ბრენდი