Facebook-მა უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთ-უკრაინის ომის „შესაჩერებლად“. კომპანიამ აკრძალა რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები, წაშალა ყალბი პრორუსული პროპაგანდის შემცველი გვერდები… ამჯერად კი შეცვალა წესი, რომელიც მომხმარებლებს რუსეთის მიმართ ძალადობის მოწოდებას უკრძალავდა.
ეს გულისხმობს იმას, რომ უკრაინელებსა და მათ მომხრეებს სხვა ქვეყნებიდან აქვთ უფლება „ომის კონტექსტში რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდონ“. უკრაინელებს, პოლონელებსა და რუსებს იმის უფლებაც კი აქვთ, რომ პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის სურვილის შესახებ დაწერონ.
მეტიც, Facebook-ის სპიკერი ენდი სტოუნი იმასაც გვეუბნება, რომ კომპანია დროებით ძველ პოსტებსაც დაადასტურებს, რომლებიც ძალადობის მოწოდებად ითვლებოდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მოწოდებები მშვიდობიანი რუსი ხალხისკენ არ იქნება მიმართული. პუტინისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ კი რასაც გინდათ, იმას დაწერთ.
„რუსების უკრაინაში შეჭრის შემდეგ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს, მაგალითად ფრაზა, როგორიცაა სიკვდილი რუს დამპყრობლებს“, — ამბობ სტოუნი.