in

Facebook ქმნის მოწყობილობას, რომელიც ნერვულ სიგნალს ციფრულ ბრძანებად გარდაქმნის

ის ამისათვის ელექტრომიოგრაფიას იყენებს

Facebook დამატებით რეალობის (AR) სათვალეებისთვის ახალ მოწყობილობას ქმნის. ეს არის სამაჯური, რომელიც თითების მოძრაობით ვირტუალურ რეალობასთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.

სისტემა ელექტრომიოგრაფიას (EMG) იყენებს, რათა მაჯის გავლით ნერვული სიგნალები ციფრულ ბრძანებად გარდაიქმნას. როგორც Facebook ამბობს, ეს სიგნალები იმდენად ნათელია, რომ EMG-ის შეუძლია, თითის სულ ოდნავი მოძრაობაც აღიქვას. ამასთან ერთად, მოწყობილობები კონტექსტუალურ ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს, რათა დინამიკურად მოერგოს მომხმარებელს და მის გარემოს.

სოციალურ გიგანტს ჯერ კიდევ არ დაუანონსებია ახალი მოწყობილობის გამოშვების თარიღი, თუმცა ვიდრე მას რეალურად ვიხილავთ, ჩვენთვის უკვე ცნობილია მისი პროტოტიპი.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ვიდრე პროდუქტს კონკრეტულად მაჯისთვის შექმნიდნენ, მრავალი სხვადასხვაგვარი წყარო შეისწავლეს. მაჯა ტრადიციული ადგილია საათის სატარებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სოციალურ კონტექსტში გონივრულად ჯდება. “ის პირველადი “ინსტრუმენტის” გვერდით მდებარეობს, რომელსაც სამყაროსთან ურთიერთობისთვის იყენებთ – ეს თქვენი ხელებია. ეს სიახლოვე საშუალებას მოგვცემს, თქვენი ხელების მრავალგვარი შესაძლებლობა მივანიჭოთ AR ტექნოლოგიას, რაც ინტუიტიურ, ძლიერ და დამაკმაყოფილებელ ურთიერთქმედებას მოგვცემს” – აცხადებს კომპანია.

ამ ეტაპისთვის, Facebook EMG-ის მხოლოდ ერთი ან ორი თითის მოძრაობისთვის გამოყენებას აპირებს, რასაც ის “ინტელექტუალურ დაწკაპუნებად” მოიხსენიებს. საბოლოოდ კი ვირტუალური ობიექტებისა და ინტერფეისების კონტროლის შესაძლებლობაზე იზრუნებს.

Wolt უკვე 24/7-ზე მუშაობს!

ჭიქა, რომლის მოხმარების შემდეგ, მისი ჭამა შეგიძლიათ