Facebook თანამშრომლობს Ray-Ban-ის მფლობელ კომპანიასთან (Luxottica), იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული სმარტფონები უფრო მოსახერხებელი მოწყობილობით – სათვალეებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით, CNBC-მა გაავრცელა. ეს იქნება გაფართოებული რეალობის (AR) სათვალე, რომლის სახელიც, სავარაუდოდ Orion იქნება. მისი გამოშვება 2023-დან 2025 წლამდე შუალედში იგეგმება. Orion-ს ექნება პირდაპირი ეთერის ფუნქცია (იმ ადამიანის სუბიექტური რეალობის პირდაპირ ეთერში ჩვენების, რომელსაც სათვალე უკეთია). გარდა ამისა, მისი დახმარებით სატელეფონო ზარის განხორციელება შეგეძლებათ და ასევე, დისპლეით სარგებლობა, რომელიც მომხარებელს, სურვილისამებრ, უწყვეტად მიაწვდის ვიზუალურ ინფორმაციას.
CNBC-ის ცნობით, Facebook ასევე მუშაობს ხმოვანი ასისტენტის შექმნაზე, რომლის დახმარებითაც ჭკვიანი სათვალის (Orion) მართვა იქნება შესაძლებელი. Luxottica-სა და Facebook-ში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალურ კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.