in

Facebook Ray-Ban Stories – სათვალე, რომლის მეშვეობითაც ფოტოებსა და ვიდეოებს გადაიღებთ

ახალი პროდუქტი ორ 5 მეგაპიქსელიან კამერას და დახვეწილ LED ინდიკატორს მოიცავს

Facebook ცნობილია იმით, რომ გარკვეულ იდეებს სხვადასხვა ტექნიკური კომპანიის “შთაგონებით”. კომპანიის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევას ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის განკუთვნილი სათვალეები წარმოადგენს, სახელწოდებით Ray-Ban Stories.

საგულისხმოა, რომ ეს ფეისბუქის პირველი ტარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც ყოველდღიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ნაცვლად მხოლოდ VR პროგრამებისა. ეს არის ტექნოლოგიური ძალისხმევის ნაწილი, როგორც ჭკვიანი სათვალე – მართალია, ის AR სათვალე არ არის, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. ახალი სათვალის მეშვეობით, სასურველ კადრს დაუყოვნებლივ დააფიქსირებთ და დამატებითი მოწყობილობის (მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის) გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.

ჭკვიანი სათვალეების უმეტესობას უჩვეულოდ დიდი ჩარჩოები აქვს, სადაც ყველა საჭირო სენსორი, ჩიპი და ბატარეაა განთავსებული. მართალია, Ray-Ban Stories-ს ჩვეულებრივზე ოდნავ  ფართოა, მაგრამ ეს სულაც არაა შემაწუხებელი. ასევე, ამ სათვალეს არ გააჩნია მიკროპროექტორი, რადგან ის გაფართოებულ რეალობას არ უჭერს მხარს. ამის ნაცვლად, ახალი პროდუქტი ორ 5 მეგაპიქსელიან კამერას და დახვეწილ LED ინდიკატორს მოიცავს.

რეალურად, მოწყობილობის გამოყენება ძალიან ადვილია – თუ სპეციალურ ღილაკს დიდხანს დააჭერთ ხელს, ჩამონტაჟებული დინამიკის საშუალებით, ხმას გაიგებთ. ეს კი ფოტოს წარმატებით გადაღებაზე მიანიშნებს. ხოლო თუ იმავე ღილაკს ძალიან სწრაფად დააჭერთ, სათვალე 30 წამიანი ვიდეოს ჩაწერას დაიწყებს. ასევე, შეგიძლიათ, მოწყობილობას ხმოვანი ბრძანება მიაწოდოთ – Hey Facebook. საბოლოოდ ყველა მედია ფაილი Facebook View აპლიკაციაში ექსპორტირდება – ამ ეტაპზე ფოტოების და ვიდეოების პირდაპირ ფეისბუქ ან ინსტაგრამ ანგარიშებზე გაზიარებაც შეიძლება, ან უბრალოდ მობილურის გალერეაში შენახვა.

გარდა ამისა, ზემოთ ხსენებული დინამიკები არა მხოლოდ აუდიო სიგნალებს იძლევა, არამედ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მობილურის დაკავშირებით სიმღერებსაც მოუსმინონ. თუმცა გაითვალისწინეთ, ეს ელემენტის სწრაფ ამოწურვასაც გულისხმობს – Ray-Ban-ის და Facebook-ის თანახმად, “ზომიერი გამოყენებისას” ელემენტის ხანგრძლივობა ექვს საათს აღწევს.

ბუნებრივია, მსგავსი ტექნოლოგიის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემეელი კითხვა არსებობს – როგორ გამოიყენებენ ადამიანები ამ მოწყობილობას? იქნება თუ არა ძალადობრივი ან სხვაგვარად საკამათო შინაარსის შექმნის პრეცენტენტები? ან მზად არიან ფეისბუქი და ინსტაგრამი, აღნიშნული კონტენტის შემოდინებას გაუმკლავდნენ? რა მოხდება, თუ პირი უნებართვოდ ავრცელებს სხვებისთვის გადაღებულ მედია ფაილებს?

კონტენტის ზომიერების თვალსაზრისით, ფეისბუქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარკვეული წესები არსებობს. Ray-Ban Stories და Facebook View საზოგადოებისგან შესაბამისი სტანდარტების დაცვას მოითხოვს.

გაიცანით „ლიბერთი ბანკის“ ახალი გუნდი და სტრატეგია!

როგორი იქნება ABBA-ს დაბრუნება?