in

Facebook, თავისი რედიზაინით, TikTok-ის „დამარცხებას“ გეგმავს

ამისთვის, იგი TikTok-ს მეტად დაემსგავსება…

Meta რომ უკვე დიდი ხანია, TikTok-ს ებრძვის, ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა კომპანიამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა — კონკურენციის მიზნით, Facebook აპლიკაცია შეიცვლება ისე, რომ იგი მეტად დაემსგავსოს TikTok-ს. გამოდის, მომხმარებელთა ფიდზე ნებისმიერი კონტენტის გაზიარება იქნება შესაძლებელი. ეს კი სწორედ ის არის, რაც TikTok-ზე ადამიანებს სიახლეების გაგებაში ეხმარება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Facebook კონტენტს მთელ აპლიკაციაში გააძლიერებს. Meta-მ უკვე გამოიყენა Reels, რომელიც ვიდეო კონტენტს კონკრეტული მომხმარებლების ფიდზე აგდებს, ახლა კი მას კონტენტ მარკეტინგის მსგავს ტიპზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება სურს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფეისბუქის For You ძალიან დაემსგავსება TikTok-ის ფუნქციას.

თუმცა უცნობი ადამიანების ვიდეოები არ იქნება ერთადერთი რამ, რაც თქვენს ფიდზე შეიძლება გამოჩნდეს. აქ, დიდი ალბათობით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების კონტენტსაც გადააწყდებით, თუმცა ამას კვლავ Facebook ალგორითმი გადაწყვეტს. როგორც ჩანს, აპლიკაცია თითქმის მზად არის ნაკლებად პირადი და უფრო გლობალური გახდეს…

დიახ, იმის გამო, რომ TikTok-ს ბევრი ახალგაზრდა იყენებს, Meta-მ ბევრი მომხმარებელიც დაკარგა. კომპანიის წარმომადგენლის ტომ ალისონის თქმით, Meta-მ მომხმარებლებს უნდა აჩვენოს, რომ იგი მუდმივად იცვლება: ჩვენთვის რისკი ისაა, რომ ამ სახის სოციალურ კონტაქტსა და კავშირს უმნიშვნელოდ ვთვლით.

ამ ეტაპისთვის კი ყურადღებას უფრო მეტად ვიდეო კონტენტისა და სთორების გაუმჯობესებაზე გაამახვილებენ. ამასთან, მეტი აქცენტი თაიმლაინების ვიზუალურ ნაწილზეც გაკეთდება.

რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ადამიანებს კონტენტთან დაკავშირება სურთ. ასე რომ, ფეისბუქი ცდილობს, საუკეთესო კონტენტი მოგაწოდოთ, რომელიც თქვენს ინტერესებს ესადაგება, სურს, გაადვილოს მისი გაზიარება და თემატური საუბარი სხვა ადამიანებთან ერთად თქვენს ქსელში, — განმარტავს ალისონი.

დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის  

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack-ს სთავაზობს