in

მალე Facebook-ზე ყველა ვიდეო Reels-ად აიტვირთება

უკვე Facebook-ის ყველა ვიდეოს რილსად გაზიარებას შეძლებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური, გრძელი თუ მოკლე. აქამდე კი ვიდეოების როგორც პოსტად, ისე რილსად გადაზიარება იყო შესაძლებელი… ცვლილების შედეგად, ვიდეოების ჩანართს Reels დაერქმევა, თუმცა ეს განახლება არ შეცვლის თქვენთვის რეკომენდებულ ვიდეოებს. 

ამგვარად, მომდევნო თვეებში მომხმარებლებს ვიდეოს ატვირთვისას არჩევანი აღარ ექნებათ, იგი ავტომატურად რილსად გადაზიარდება. თუმცა, თუ აქამდე რილსის ხანგრძლივობა 90 წამამდე იყო შეზღუდული, ახლა ეს შეზღუდვაც მოიხსნება — იდეა ვიდეოს გაზიარების პროცესის გამარტივებაა.

აქამდე თქვენ ვიდეოს ტვირთავდით Feed-ზე ან Reel-ს პოსტავდით განსხვავებული კრეატიული პროცესებისა თუ ხელსაწყოების გამოყენების შედეგად თითოეული ფორმატისთვის. ახლა კი ამ გამოცდილებებს გამარტივებული გამოქვეყნების შესაძლებლობით ვაერთიანებთ, რაც უფრო მეტ კრეატიულ ხელსაწყოზე მოგცემთ წვდომას. თქვენი აუდიტორიის პარამეტრებსაც აკონტროლებთ, რომლებიც თქვენს რილსებს უყურებენ, — ვკითხულობთ Facebook-ის განცხადებაში.

პროცესის გამარტივება კი კარგად ჟღერს, მაგრამ ამ ცვლილებამ, შესაძლოა, გააღიზიანოს მომხმარებლები, რომლებსაც ჰორიზონტალური ვიდეოს ატვირთვა სურთ და მას ვერტიკალურ რილსის ფორმატში მიიღებენ. ამას ემატება ისიც, რომ შესაძლოა, მომხმარებლებს მოკლე ვიდეოებთან გრძელი ვიდეოების ფორმატის შერწყმა არ სურდეთ…

კომპანიის თქმით, ცვლილებები გლობალურად ხელმისაწვდომი მომდევნო თვეებში გახდება. 

რა გამოწვევების წინაშეა კრეატიული ინდუსტრია და როგორ დავძლიოთ ისინი

სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია