in

Facebook Reels-ს ახალი ფუნქციები ემატება — აი, რა უნდა იცოდნენ მარკეტერებმა

veon
veon

Meta Facebook Reels-ს, სოციალური მედია პლატფორმის მოკლე ვიდეო პროდუქტს ახალ ფუნქციებს ამატებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, 90-წამიანი რილსებიც კი დაპოსტონ. ცვლილებების მიზანს კრეატორებისა და ბრენდებისთვის მეტი მოქნილობის შეთავაზება წარმოადგენს. ახლა კი დეტალებზე გადავიდეთ:

რა მოხდა?

  • მეტას განმარტების თანახმად, იგი უშვებს ახალ ხელსაწყოებს, რომლებიც გართობისა და მაღალი ჩართულობის მქონე რილსების შექმნას გაამარტივებს“;
  • თუ აქამდე მომხმარებლებს 60-წამიანი რილსების ატვირთვა შეეძლოთ, ახლა ეს მაჩვენებელი 90 წამამდე გაიზარდა;
  • კრეატორებს Facebook Memories-დან უკვე შეუძლიათ მზა რილსები აირჩიონ; 
  • Facebook Reels კრეატორებს საშუალებას მისცემს, ახალი ტრენდული ფუნქციით გაიმეორონ ვიდეო შაბლონები, რომელთაც თავიანთ გვერდებზე ხედავენ;
  • მეტიც, მომხმარებლებს ახლა Grooves-ის ხელსაწყოზე ექნებათ წვდომა, რომელიც ავტომატურად ამთხვევს ერთმანეთს ვიდეოს უნიკალურ მოძრაობებსა და არჩეულ სიმღერას; 
  • ყველა ეს განახლება მოჰყვა ცვლილებებს, რომლებიც Instagram Reels-ზე გასულ ივნისს გაკეთდა, რითაც დაამტკიცეს, რომ ისინი წარმატებულნი იყვნენ. ამას ისინი უკვე ცდიდნენ ინსტაგრამზე და რადგან ახლა Facebook-ზე უშვებენ, საზომები აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს“;
  • მეტა ამ ცვლილებებით უფრო მეტ მოქნილობას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ კრეატორებს, ისე ბრენდებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა ტრენდული შაბლონების არჩევა, რათა მარტივად აჰყვნენ მოდას და დაუკავშირდნენ აუდიტორიას იმ კონტენტით, რომლის ნახვაც სურთ. ამჟამინდელი მონაცემებით, Facebook Reels-ს 2 მილიარდი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს;
  • ამას გარდა, კონკრეტული ცვლილებებით Facebook Reels მეტად ხელმისაწვდომიც შეიძლება გახდეს და შაბლონებისა თუ Memories დამატებით ნაკლებად რთული არაკრეატორებისთვის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • მცირე ფორმატის ვიდეოები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება როგორც კრეატორებისა და ბრენდებისთვის, ისე გართობისა და სოციალური მედიის უფრო ფართო ბაზრისთვის. მოხსენების თანახმად, მოკლე ვიდეოების გლობალური ბაზარი 2020 წლის 1.1 მილიარდიდან 2030 წელს 2.3 მილიარდამდე გაიზრდება;
  • ეს განახლებები კი TikTok-ის კვალდაკვალ ჩნდება. პლატფორმამ პირველად მოკლე ფორმატის ვიდეოები DIY კრეატორებისთვის გამოუშვა და თინეიჯერებიც მიიზიდა. ამასთან, სრული ეკრანი მოიცვა და ავტომატური ჩართვის ფუნქციაც დაამატა, რითაც TikTok ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა გახდა. მეტამ კი სწორედ ამის შემდეგ, 2020 წელს, შემოგვთავაზა Instagram Reels, ხოლო მომდევნო წელს იგი Facebook-ზე დაამატა;
  • დიახ, Reels-ის განახლებები ზუსტად იმეორებს იმას, რასაც TikTok გვთავაზობს. მაგალითად, ახალი Grooves TikTok-ის Sound Sync-ის პროგრამას ბაძავს;
  • თუმცა თანხმდებიან იმაზეც, რომ ეს არც ისე ცუდია და მეტა სწორ გზას ადგას. მსგავსად იგი, სტატუს-კვოსაც კი უზრუნველყოფს: თუ კონტენტ კრეატორებს ექნებათ უფრო მეტი მოქნილობა, ფუნქციები და მცირე შეზღუდვები, ისინი, მეტად სავარაუდოა, რომ კონტენტის გაზიარებას ტიკტოკთან ერთად, Facebook-სა და Instagram-ზეც გააგრძელებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კრეატორები ამ პლატფორმებზე საზოგადოებისა და უნიკალური კონტენტის შექმნას განაგრძობენ. მომხმარებლებს კი მისცემენ მიზეზს, რათა დაბრუნდნენ და უფრო მეტი დრო გაატარონ Facebook-სა თუ Instagram-ზე. ეს ძალიან მომგებიანია რეკლამის განმთავსებლებისთვის“;
  • TikTok-მა, თავის მხრივ, ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა რამდენიმეჯერ გაზარდა და 3 წუთიდან 10-მდე ავიდა, რითაც ფიქრობენ, რომ იგი Youtube-ის ვიდეო ბაზრის წილის მოპარვას ცდილობს;
  • ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ TikTok-ს გარკვეულ რეგულაციებთან უწევს გამკლავება, ამერიკაში მის აკრძალვაზეც კი საუბრობენ, რაც, ბუნებრივია, მეტაზე დადებითად აისახება…

Raise the Finger — რეკლამა სამსახურში წამოჭრილ გენდერულ საკითხებზე

Space International-ის DevOps მიმართულებას ჯაბა მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს!