in

გადასახადები Facebook რეკლამის გაშვებისას – რა იცვლება ოქტომბრიდან და როგორ გავმართოთ ბიზნეს მენეჯერი?

2021 წლის ოქტომბრიდან, Facebook-ს შემოაქვს სავალდებულო ცვლილებები რეკლამირების დაბეგვრის შესახებ. უმეტეს ქვეყნებში, მსგავსი ტიპის რეგულაციები ისედაც არსებობდა, ხოლო საქართველოში, ამ ეტაპამდე, არ იყო სავალდებულო მათი შესრულება.

მაშ ასე, 2021 წლის ოქტომბრიდან, რეკლამის შესყიდვის დროს (ანუ როდესაც ჩვენ ვუშვებთ რეკლამას), დაგვემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), იმ შემთხვევაში თუ:

  1. მისამართი, ანუ სარეკლამო მენეჯერის ადგილმდებარეობაში დაფიქსირებულია ქვეყანა საქართველო
  2. არ გვაქვს დადასტურებული, რომ რეკლამა კეთდება ბიზნეს მიზნებისათვის

მარტივ და ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ: საქართველოში დარეგისტრირებული ბიზნესი, რომელიც არის დღგ-ს გადამხდელი, მონიშნავს შესაბამის ველს სარეკლამო მენეჯერში („სქრინები“ იხილეთ ქვევით) და არაფერი დამატებითი გადასახადის გადახდა არ მოუწევს. ხოლო ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვერანაირად ვერ იქნებიან დღგ-ს გადამხდელები და ახორციელებენ პირადი რეკლამის შესყიდვას, მოუწევთ დამატებით 18% გადახდა (თავად FB უზრუნველყოფს ჩამოჭრას).

როგორ მოვამზადოთ ჩვენი სარეკლამო მენეჯერი ცვლილებებისთვის?

გადავდივართ „ლინკზე“ Payment Settings და ჩამოვსქროლავთ სულ ბოლოში, სადაც დაგვხვდება ეს გრაფა:

ვაჭერთ Edit ღილაკს:

ვავსებთ ჩვენი ბიზნესის შესაბამის ინფორმაციას სრულად და აუცილებლად ვნიშნავთ I am advertising for business purposes, შემდეგ save და სარეკლამო ანგარიში მზადაა ოქტომბრის ცვლილებებისთვის.

ავტორი: ნოდარ ინანეიშვილი

საქართველოს ფესტივალების ასოციაციის განცხადება!

ვერა თოხაძე Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა