in

Facebook რეკლამის განთავსების კონტროლისთვის ახალ მახასიათებლებს ნერგავს

გაფართოებული კონტროლი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია…

veon
veon

Meta (Facebook) ბრენდებს მეტ კონტროლს აძლევს იმაზე, თუ როგორ განთავსდება მათი რეკლამები სიახლეების გვერდზე. პლატფორმა რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს, უკეთ აკონტროლონ რეკლამის განთავსება. კომპანიას სურს, დარწმუნდეს, რომ რეკლამის განმთავსებლები თავიანთ კონტენტს არასასურველ ადგილებში არ წააწყდებიან… ეს მათთვის მეტი გამჭვირვალობისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც გულისხმობს.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც Facebook-მა უნდა გადადგას, არის მავნე შინაარსის გავრცელების პრევენცია. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი რაოდენობით კონტენტითა და მომხმარებელთა მასშტაბურობით, ეს ძალიან რთული მისაღწევია. თუმცა სწორად დაყენებული სტანდარტები და უსაფრთხოების ინტენსიური კონტროლი მიზნისკენ სწრაფვაში დიდ როლს ითამაშებს.

NewsFeed-თან დაკავშირებული ურთიერთობა განსაკუთრებით რთული იყო თმის მოვლის ბრენდის თვალსაზრისით, რადგან თითოეული არხი კონკრეტული მომხმარებლის ინტერესებზე იყო მორგებული. ეს კი ართულებდა იმის გაგებას, თუ რა კონტენტს უჩვენებდა მათი რეკლამები ინდივიდს.

ამასთან, Meta დაიწყებს კონტენტის ვარგისიანობის მონიტორინგის სისტემის ტესტირებას, რომელიც “უპასუხისმგებლო მედიის გლობალური ალიანსის (GARM)” შესაბამისად შეიმუშავეს. “გაფართოებული კონტროლი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც NewsFeed-ზე რეკლამის განმთავსებლების წინაშე არსებულ პრობლემებს გადაჭრის. მოუთმენლად ველით კონტენტის დონის კონტროლისა და მესამე მხარის გადამოწმების დახვეწას, რომელსაც ანგარიშვალდებული სოციალური რეკლამის საბჭოს (CASA) ინიციატივის მეშვეობით შევიმუშავებთ” — ამბობს რობერტ პერსალი, Omnicom Media Group-ის სოციალური აქტივაციის მმართველი დირექტორი.

CASA ლობისტური ჯგუფია, რომელიც OMG-ის მიერ 2020 წელს შეიქმნა, Facebook-ის სარეკლამო ბოიკოტის საპასუხოდ. იგი რეკლამების განთავსებასა და სარეკლამო ეფექტურობის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მეტი კონტროლისთვის იბრძოდა, რაც ბრენდის უსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა. ამასთან, ბოიკოტის ცენტრალური საკითხები მხოლოდ ფეისბუქით არ შემოიფარგლება. არამედ, იგი პარტნიორობას განაგრძობს Twitter-თან, Snapchat-თან და სხვა პლატფორმებთან.

Facebook-მა თემების გამორიცხვის კონტროლის ტესტირება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. იგი გეგმავს, მესამე მხარის უსაფრთხოების პარტნიორებთან ითანამშრომლოს, რათა კონტენტის ბრენდთან შესაბამისობა უზრუნველყოს. გარდა ამისა, Meta მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეამცირონ კონტენტის რაოდენობა, რომელსაც ხედავენ მეგობრების, ჯგუფებისა და გვერდებისგან.

თუ კრეატიული ქოფირაითინგითა და კონტენტის მართვით ხარ დაინტერესებული . . .

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის გზები