10
Apr
2019

Facebook გარდაცვლილი მომხმარებლებისთვის პატივის მისაგებად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

10 Apr 2019

Alta
Alta


ყოველთვიურად, Facebook-ის 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს გარდაცვლილი ადამიანების პროფილებს და გამოხატავს მწუხარებას. მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში, სოციალური ქსელის გარდაცვლილი მომხმარებელთა რიცხვმა შესაძლოა ცოცხლებისას გადააჭარბოს. ასეთი ციფრული მემკვიდრეობის მართვა კი, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტისთვისაც კი, როგორიც ფეისბუკია, რთული საქმეა.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, Facebook მუშაობს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გარდაცვლილთა პროფილებმა აღარ მიიღონ ნოთიფიკაციები. ისინი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ და შეაჩერებენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის დაბადების დღის მილოცვისა და სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევის პრაქტიკას. ამის შესახებ BBC წერს.

კომპანიის განცხადებით, გარდაცვლილთა პროფილები შენარჩუნდება იმ სახით, როგორითაც მათი ბოლო ვიზიტის დროს იყო, გარდაცვლილის შესახებ „მემორიალსტატუსი“ კი ცალკე გამოჩნდება.

განხილვა