15
Apr
2019

„შეიძლება, ქართველობა წაგვართვან, მაგრამ ფეისბუკის წართმევას უფრო ვერ შეეგუება ერი! ალბათ…“

15 Apr 2019

რა მოხდება, Facebook თუ გაქრება? და რას იზამენ ციფრული სააგენტოები, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის გარეშე? და რას ვშვრებით ჩვენ, ონლაინ გამოცემები?

„ამჟამად, ათასობით ადამიანი ფეისბუკზე შესვლას ვერ ახერხებს, გათიშულია Instagram და Whatsapp-იც“, „Facebook-ის ყველა სერვისი გათიშულია“, – ვიწერებოდით გუშინ, ქართული თუ უცხოური ონლაინ გამოცემები და მალევე თავი სხვა სოციალურ ქსელებს შევაფარეთ. ჩვენ, მარკეტერმა, ინფორმაციის გასაზიარებლად, Twitter-სა და Telegram-ს მივაშურეთ.

მას შემდეგ კი, რაც „ფეისბუკის“ სერვისებმა ჩვეულებრივ განაგრძეს ფუნქციონირება, ქართულ ციფრულ სააგენტოებს ვკითხეთ აზრი:

ციფრული სააგენტო „ელიოტი“ გუშინდელ ამბებს ასე გვიყვება: 14 აპრილს, ფეისბუკმა მაგრად შეგვაშინა… ინსტაგრამმაც. ვოთსაპმაც… როგორც კი F5 გავცვითეთ და გავარკვიეთ, რომ პროვაიდერი არაფერ შუაშია, პანიკაში ჩაცვენილებმა და კატასტროფის წინაშე აღმოჩენილებმა გლოვის ექვსივე ფაზა ერთდროულად გავიარეთ:

შოკი:

უარყოფა:

ბრაზი:

ვაჭრობა:

დეპრესია:

მიღება:

აზრზე მოსულებმა ძველი სოც.ქსელები და აპლიკაციები გავიხსენეთ – icq, hi5, yahoo და myspace… (ოდნოკლასნიკები – არა)… ნაწილი jobs.ge-ს ჩაუჯდა და ყოველი შემთხვევისთვის საპენსიო ფონდის საიტსაც გადავხედეთ…

მერე კი, დღევანდელი სოც. ქსელების გარეშე დარჩენილი სამყაროც წარმოვიდგინეთ:
აღმოჩნდება, რომ ჩვენთვის ნაცნობი ციტატების 90% არც პაოლო კოელიოს ეკუთვნის და არც ოთარ ჭილაძეს; ამინდის გასაგებად ფარდების გადაწევა მოგვიწევს; მივხვდებით, რომ ხატები სინამდვილეში არ ბრჭყვიალებს და სანთლებიც ოდესღაც ქრება; ვეღარ გავიგებთ, დღეში რამდენჯერ [ისვრის] (იჯვ… ავტ. ) მეგობრის ბავშვი და ბოლოს… განსაკუთრებით სევდიანი დაბადების დღეები გვექნება, როდესაც მიღებული 3 მილოცვიდან, ერთი – მეზობლის ბებიისგან იქნება, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გაახსენდით, რომ თქვენი დაბადების დღე სტალინისას ემთხვევა…

მერე ავდექით, გარეთ გავიხედეთ, ტანსაცმელი ჩავიცვით, მეგობრებთან დასარეკად ტელეფონიც ავიღეთ და… ა, არაფერი, ჩაირთო…“

როგორ დაფაცურდა საცეცებიანი ციფრული მედიასააგენტო „კრაკენი“? – გიორგი კონტუაძემ ციფრულ სტრესთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი გაგვიზიარა: ჩვენ მოსახლეობას კომპანიის გვერდების მეშვეობით ვეკონტაქტებით, შესაბამისად, ფბ რომ არ იყოს, ალბათ, სხვა სოც. ქსელი იქნებოდა, მაგალითად, როდესაც ფბ გაითიშა, ეგრევე „ლინკდინზე“ დავფაცურდით, კიდევ დიდხანს რომ ყოფილიყო გათიშული, ალბათ, „ლინკდინს“ მოვირგებდით ფეისბუკად, გავაძევებდით ბიზნეს საუბრებს იქიდან.
თუმცა, იმდენად ძლიერადაა ჩვენს ცხოვრებაში ფეისბუკი თავისი პლატფორმებით, რომ ძალიან საეჭვოა ამის პრობლემა დადგეს.
შეიძლება ქართველობა წაგვართვან, მაგრამ ფეისბუკის წართმევას უფრო ვერ შეეგუება ერი, ალბათ.ანდრო ბორცვაძემ კი, Leavingstone-იდან, ნაბიჯ-ნაბიჯ აღგვიწერა ის განცდები, რომელიც Facebook-ისა და instagram-ის გათიშვას მოჰყვა: Facebook და Instagram რამდენჯერმე სხვადასხვა დივაისებიდან რომ ვერ გავხსენი, ტვიტერი გავიხსენე და იქიდან ვაკვირდებოდით, როგორ რეაგირებდა ქართველი მომხმარებელი სოციალური ქსელების გათიშვაზე. ასევე, როგორც უცხოურ ნიუს საიტებზე აღმოვაჩინე, მსგავსი პრობლემა ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, რომელიც მალევე გამოსწორდა, შესაბამისად, ჩვენთან აღდგენასაც სწრაფად ველოდი.პარალელურად, ცოტას ვღელავდი Facebook-ზე მიმდინარე სარეკლამო კამპანიებზე, რადგან წვდომა სრულ სერვისზე იყო შეზღუდული და ვერ ვაკონტროლებდი მათ. ისიც არ ვიცოდით, ფეისბუკის გააქტიურების შემთხვევაში, რა მდგომარეობაში დამხვდებოდა კამპანიები.

რამდენადაც მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება, აქამდე ბევრი არ მიფიქრია გეგმა B-ზე, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, რომ მსგავსი მნიშვნელობის მატარებელი სოციალური ქსელი დიდი ხნით გაითიშოს. ალბათ, ასეთ მომენტებში სიტუაცია მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და შენთვის სასარგებლო გახადო. მაგ.: სხვა სოციალური ქსელების გააქტიურება, რადგან ასეთ დროს მათზე მოთხოვნა იზრდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსგავს არაპოპულარულ სოციალურ ქსელებზე ჩვენი გადასვლა იქამდე გაგრძელდა, სანამ Facebook-ის სერვისი ისევ ხელმისაწვდომი არ გახდა. ფაქტია, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ არხს ვიყენებთ, მთავარია, იქ ვიყოთ, სადაც ყველაა. შესაბამისად, ფეისბუკის გაქრობის შემთხვევაში მოხდება სხვა არაპოპულარული სოციალური ქსელებისა და სარეკლამო არხების ათვისება. თუმცა, ვფიქრობ, ამ მხრივ, სანერვიულო ნამდვილად არ გვაქვს.

ჩვენდა საბედნიეროდ, ედვერთვაიზელ ანი ჩაჩუას საკმაო არგუმენტები აქვს ჩვენს დასამშვიდებლად  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფეისბუკი გაქრება:
როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება ან თუ არ იღება, ჯერ ვქმნით და მერე ვაღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ფეისბუკი ერთ-ერთი ხელსაწყოა ჩვენთვის და არა ერთადერთი, ამიტომ გეგმა ბ პრაქტიკაშივე არსებობს. სამყაროს გაქრობაზეც გვიფიქრია და მარსზე კოლონიზაციაზეც, ამიტომ ფეისბუკის გაქრობაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
ისე გამოვიდა, რომ მგონი, Facebook-ის გარეშეც გვეშველება, არა? – გაგვიზიარეთ თქვენი გუშინდელი გამოცდილება Facebook-ის, instagram-ისა და WhatsApp-ის გარეშე…

ავტორი: თინათინ გეგენავა

განხილვა