in

Facebook მომავალი კვირიდან საკუთარ პოდკასტის პლატფორმას აამოქმედებს!

ამის შესახებ პოდკასტერებმა კომპანიისგან ელ.ფოსტა მიიღეს

veon
veon

Apple-ისა და Spotify-ის კვალდაკვალ, მომავალი კვირიდან Facebook საკუთარი პოდკასტის პლატფორმას აამოქმედებს. შეტყობინების თანახმად, რომელიც კომპანიამ პოდკასტერებს გაუგზავნა, კონტენტის შემქმნელებს საკუთარი შოუს RSS Feed-ის სოციალური პლატფორმისთვის დაკავშირება შეეძლებათ. ასევე, ყოველი მომდევნო ეპიზოდისთვის ავტომატურად შეიქმნება შესაბამისი პოსტები.

“ფეისბუქი იქნება ის ადგილი, სადაც ხალხს შეეძლება, დატკბეს საინტერესო თემის განხილვითა და ერთმანეთისთვის გაზიარებით” – წერს კომპანია ელ.ფოსტაში. ეპიზოდები პოდკასტის ჩანართში გამოჩნდება, რომელიც აპრილიდან უკვე გამოჩნდა პლატფორმაზე. ასევე,  კონტენტის შემქმნელებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში მსმენელებს პოდკასტის გაზიარებისას ერთ წუთამდე ხანგრძლივობის კლიპები შეაქმნევინონ.

ამასთან, ფეისბუქი არ ითხოვს პოდკასტერების მოგების წილს, მაგრამ მომსახურების პირობებში კომპანია უფლებას იტოვებს, არსებული პოდკასტების საფუძველზე ე. წ. “წარმოებული კონტენტი” შექმნას.

საგულისხმოა, რომ ეს გადაწყვეტილება პოდკასტებისადმი მზარდ ინტერესს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ეფლი და სფოთიფაი აქტიურად მონაწილეობენ ამ სფეროში და ახლა მათ რიგებს სოციალური გიგანტიც შეუერთდა. ასე რომ, შეგვიძლია დაველოდოთ, როგორ სიახლეს ვიხილავთ 22 ივნისიდან!

Body Shop-ის 5 საზაფხულო პროდუქტი, კანის მეტი ბზინვარებისთვის

განახლებული Mymarket-ის 7 საშენო ფუნქციონალი