in

Facebook-ის სკანდალის გამო, ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილებებია!

veon
veon

Cambridge Analytica-ს შემდეგ, Facebook სკანდალიდან სკანდალში ეხვევა. კორპორაცია კარგავს პარტნიორებს, შესაბამისად მისი აქციებიც ეცემა. მარკ ცუკერბერგსაც სხვა რა დარჩენია, თუ არა სასწრაფო რეაგირება ინვესტორების უკან დასაბრუნებლად. ბოლოდროინდელი სკანდალის ფონზე, გააქტიურდა ახალი რეგულაცია, რომელიც 25 მაისიდან ამოქმედდება. მოგეხსენებათ, პირადი მონაცემების შესახებ ევროპის კანონის The General Data Protection Regulation (GDPR) მიხედვით, ყველა ინდივიდს აქვს უფლება, იცოდეს, ვის აქვს მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და ასევე, მოითხოვოს მათი განადგურება. იმისათვის, რომ საიტი იყოს მისაწვდომი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რეგულაციის დაცვა მოუწევს ყველა ვებგვერდს, მათ შორის, სოციალურ ქსელებსაც.

ევროკავშირის ტერიტორიაზე 252 მლნ მომხმარებელია რეგისტრირებული, შესაბამისად, ცვლილებები Facebook-ში გარდაუვალია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადი მონაცემების დაცვის გაძლიერება შეეხება მხოლოდ ევროკავშირის მოსახლეობას, ამდენად, სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები იმავე მდგომარეობაში დარჩებიან. თუკი EU-ში შესაძლებელია პირადი მონაცემების დაცვის ტექნოლოგიის გამოყენება, რატომ არ უნდა გავრცელდეს ის ყველა სხვა ქვეყანაზე? – კითხულობენ კრიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ ამგვარი ქმედებით, მარკი ცდილობს შეინარჩუნოს შემოსავლის ნაკადი, რომელიც ინდივიდების პირადი მონაცემების საფუძველზე აქვს ბიზნესებიდან. თავის განცხადებაში ცუკერბერგს არ გამოუთქვამს ინიციატივა პირადი მონაცემების დაცვის მოსალოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

ბებოს მიერ შეკერილი საბნის ინსპირაციით შექმნილი „მაკრინე“ – გადასაფარებლები 90-იანების ბავშვისგან

საერთაშორისო გამოფენის ამბავი, რომელიც განსხვავებულ კულტურებს აკავშირებს