in

Facebook სიახლეების ზოლს გარდაქმნის — 15 წლის შემდეგ პირველად

Meta ფეისბუქის სიახლეების ზოლის, News Feed-ის სახელს ცვლის — მომავალში მას უბრალოდ Feed ერქმევა. საგულისხმოა, რომ ფუნქციის გამოშვების დღიდან 15 წლის განმავლობაში მისი სახელი პირველად იცვლება.

სიახლეების ზოლი ფეისბუქის მთავარი ინტერფეისია და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს უბრალოდ სახელის ცვლილებაა, რომელიც იმ მრავალფეროვან შიგთავსს აირეკლავს, რომელსაც ადამიანები ზოლზე ვაწყდებით. სიახლე მომხმარებლის გამოცდილებაზე მეტ გავლენას არ იქონიებს.


მიუხედავად ამისა, სახელის ცვლილება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია… რებრენდინგი კი, როგორც ჩანს, ახალი ამბების მიწოდებასთან დაკავშირებულ არეულ ურთიერთობას ასახავს. კვლევის თანახმად, პლატფორმაზე დეზინფორმაციას გაცილებით აქტუალური გამოხმაურება და ჩართულობა აქვს, ვიდრე ფაქტებზე დაფუძნებულ ცნობებს. ამასთან, Meta მომხმარებელთა მთავარ გვერდზე პოლიტიკური შინაარსის შემცირებაზეც მუშაობს, რადგან კვლევის მიხედვით, შესაძლოა, News Feed-ის ალგორითმმა თავად პოლიტიკოსებსაც კი უბიძგოს მეტად ექსტრემისტული პოზიციებისაკენ.

მოსალოდნელია, რომ სიახლემ აპლიკაციით სარგებლობისას გამოწვეული დაბნეულობაც გააქარწყლოს… უფრო კონკრეტულად, 15 წლის წინ, როცა საზოგადოებას News Feed წარუდგინეს, Facebook-ს სიახლეების News ჩანართიც არ ჰქონდა, რათა მომხმარებლებს ეს ორი ერთმანეთში არ არეოდათ. კომპანიის თქმით, სახელი “სიახლეების ზოლი” ადამიანებს აფიქრებინებდა, რომ ზოლში ახალი ამბები დახვდებოდათ და არა მეგობრების მიერ დადებული პოსტები.

საბავშვო თამაშში Roblox სექსუალური ხასიათის შინაარსი გამოჩნდა

ჩაის კულტურა ინდოეთში