როგორია Facebook-ის წესი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შესახებ?
ამჟამად თქვენ გაქვთ უფლება, აბონენტებს ჩეტბოტის საშუალებით გაუგზავნოთ სარეკლამო შეტყობინებები 24 საათის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში თქვენ შეუზღუდავი რაოდენობის მესიჯების გაგზავნა შეგიძლიათ. 24 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ერთჯერადი სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის უფლება გაქვთ.
მოახლოებული ცვლილებები Facebook-ის სარეკლამო შეტყობინებების ინსტრუქციებში
ახლახან Facebook-მა დააანონსა, რომ 24-საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინების გაგზავნა აღარ იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ გაუგზავნოთ კლიენტებს შეტყობინებები ბოტთან ურთიერთობის დღიდან 24 საათის განმავლობაში.
რა უნდა გააკეთოთ ამ 24 საათის გასვლის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ წესები იცვლება, მაინც შეგიძლიათ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა 24 საათის გასვლის შემდეგ. ეს არის დაფინანსებული მესიჯების ფუნქცია. მეტიც, Facebook Ads Manager-ის Octane AI-სთან ინტეგრირებით, შეგიძლიათ შექმნათ კრეატიული კამპანიები დაფინანსებული შეტყობინებების გაგზავნით.
დაფინანსებული შეტყობინებები არის ფეისბუქის რეკლამის ტიპი, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს პირდაპირ შეტყობინების სახით ყველასთვის, ვინც წარსულში ერთხელ მაინც ესაუბრა თქვენს Facebook გვერდს, მაშინაც კი, თუ ის არ არის თქვენი ჩეტბოტის გამომწერი. დაფინანსებული შეტყობინებებით, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო დიდ აუდიტორიას, ვიდრე ჩვეულებრივი სარეკლამო სამაუწყებლო შეტყობინებებით.
მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ აუდიტორიას. ამასთან, მიაღწიოთ უფრო დიდ აუდიტორიას და უფრო კონკრეტული სამიზნე გათვალოთ.
როგორ გავაგზავნოთ დაფინანსებული შეტყობინება
თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააყენოთ დაფინანსებული შეტყობინებები Octane AI back-end-დან, რომელსაც Facebook Ads Manager-ს მიაერთებთ. გაწერთ იმ შინაარსის შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს გსურთ დაურეკლამოთ და გაგზავნით მესენჯერებში.