16
Apr
2019

Facebook სიახლეების ზოლის „სთორებში“ გადატანას ტესტავს

16 Apr 2019

Alta
Alta


Facebook-მა, შესაძლოა, მობილური აპლიკაციის ინტერფეისი სრულად განაახლოს და პლატფორმის სიახლეების ზოლი „სთორებში“ გადაიტანოს. აღნიშნულ სიახლის შესახებ აპლიკაციების მკვლევარმა –  Jane Manchun Wong-მა საკუთარ ტვიტერზე დაწერა. ვონგის თქმით, სიახლე ჯერჯერობით საცდელ რეჟიმშია, თუმცა, ვიდეოს სახით, ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვიზუალურად „სთორებისა“ და სიახლეების ზოლის გაერთიანებით მიღებული ახალი ინტერფეისი.

აღსანიშნავია, რომ სიახლეების ზოლის (News Feed) დასათვალიერებლად Facebook-ის აპლიკაცია ქვემოთ უნდა ჩამოგესქროლათ, „სთორები“ (Stories) კი აპლიკაციის თავში, ჰორიზონტალურად არის განლაგებული. იმ შემთხვევაში, თუ Facebook-ის განახლების ტესტირება წარმატებით ჩაივლის, სავარაუდოდ, მალე სტატუსების, ფოტოებისა თუ დასპონსორებული პოსტების ნახვას ჰორიზონტალურად განლაგებული „სთორების“ სახით შევძლებთ. თუმცა, სთორების მსგავსად, გაქრება თუ არა ამ ტიპის პუბლიკაციები გამოქვეყნებიდან 24 საათში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს ფუნქციას 2018 წლის ბოლოს, „ინსტაგრამზე“ ტესტავდნენ, თუმცა, აღნიშნული განახლება აპლიკაციას არ შეხებია, რადგან ტესტირების პროცესშიც, მას მომხმარებელთა უკმაყოფილება მოყვა.

განხილვა