in

მალე თქვენს Facebook-ის Story-ში რეკლამები გამოჩნდება

ეს კონტენტის შემქმნელების შემოსავლის გაზრდასა და წახალისებას ემსახურება

veon
veon

Facebook მოკლე ფორმატის ვიდეოების მონეტიცაზიის ახალ გზებს ეძებს. მისი პირველი ნაბიჯი კი რეკლამების ე. წ. “სთორიში” მხარდაჭერაა.

“უახლოეს კვირებში დავიწყებთ ამ შესაძლებლობების შემოწმებას, რათა კონტენტის შემქმნელებმა, რეკლამების მეშვეობით, რომლებიც სტიკერებს ჰგავს, საკუთარი “სთორის” მონეტიზაცია შეძლონ და შემოსავლის ნაწილიც მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ტესტირება მცირეა, ვიმედოვნებთ, რომ მალე გავავრცელებთ უფრო მეტ კონტენტის შემქმნელთან” – ამბობს იოავ არნშტაინი, Facebook აპლიკაციის მონეტიზაციის დირექტორი. შემდეგ კი სტიკერები მოკლე ფორმატის ვიდეოებამდე გაიზრდება, რაც კონტენტის შემქმნელებს პოპულარული ვიდეოების მონეტიზაციაში დაეხმარება.

საინტერესოა, რომ “სთორი” მრავალი სოციალური პლატფორმისთვის ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც, Facebook-მა გადაწყვიტა, ამ პოპულარობით ისარგებლოს და კონტენტის შემქნელები YouTube-დან თუ Twitch-დან საკუთარ ქსელში “მოიტყუოს”.

სოციალური გიგანტი ასევე ზრუნავს იმაზე, რომ კონტენტის შექმნელებმა ვიდეოებში ერთ, ან მაქსიმუმ სამ წუთიანი რეკლამები ჩასვან. მათ ამისათვის ბოლო 30 დღის განმავლობაში 600 000 წუთის ოდენობის ნახვა და ხუთი აქტიური ვიდეო უნდა ჰქონდეთ.

ამასთან ერთად, რეკლამების გაშვება ლაივ-ვიდეოების მიმდინარეობის დროსაც იქნება შესაძლებელი. ამისათვის კი საჭიროა, კონტენტის შემქმნელს უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში მინიმუმ 60 000 ლაივ-წუთი ჰქონდეს დაგროვებული.

და ბოლოს, Facebook $7 მილიონიან ინვესტიციას დებს ახალი ფუნქციის დანერგვაში, ე. წ. Stars-ის გამოყენებაში, რომელიც ვირტუალურ ვალუტას წარმოადგენს. მთლიანობაში კი ეს შემოსავლის გაზრდასა და ხალხის წახალისებას ემსახურება.

„კარფურის“ ექსკლუზიური პროდუქტების დღეები და სიურპრიზები „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში

Webiz – ციფრული განვითარების ახალი შესაძლებლობები