in

ამიერიდან Facebook-ში კრეატორებს Story-ებით ფულის გამომუშავება შეეძლებათ

M2

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — Facebook ყველა მომხმარებელს საჯაროდ დადებული სთორებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. უფრო ზუსტად, მონეტიზაციის ახალი ვარიანტი გლობალურად ხელმისაწვდომი იქნება კრეატორებისთვის, რომლებიც Facebook Content Monetization-ის პროგრამაში არიან ჩართულნი.

ამგვარად, კრეატორს Facebook Story-ის განთავსებით ფულის გამომუშავება შეეძლება, თან ამისთვის განსაკუთრებული არაფრის გაკეთება დასჭირდება, ჩვეულებრივ იმ კონტენტისთვის გადაუხდის პლატფორმა, რომელსაც ყოველდღიურად უზიარებენ გამომწერებს, იქნება ეს ვიდეორეცეპტები თუ რილსები. მთავარია, ნახვები დააგროვოს, თუმცა, კონკრეტულ რაოდენობებს არ გვთავაზობენ. 

ასე კი Facebook არამარტო დამატებითი შემოსავლების მიღების გზებს აჩენს კრეატორებისთვის, არამედ პლატფორმაზე მეტი კონტენტის შექმნას წაახალისებს. 

აღსანიშნავია, რომ Content Monetization-ის პროგრამა გასულ წელს შემოგვთავაზეს. ბეტა რეჟიმში Stories-ის მონეტიზაციის გატესტვის შემდეგ კი გადაწყვიტეს, ეს შესაძლებლობა პროგრამის ყველა მონაწილისთვის მიეცათ. 2024 წელს მილიონობით კრეატორი მოიწვიეს პროგრამაში, ახლა კი Facebook აპირებს, კიდევ უფრო ფართოდ გახსნას კარები მსურველთათვის. 

კრეატორებმა, რომლებიც ჯერ არ არიან Facebook Content Monetization-ის პროგრამაში, შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ. თანაც, თუ მათ დავუჯერებთ, გასულ წელს მომხმარებლებმა თავიანთი კონტენტით 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს, Reels-ებისა და სხვა მოკლე ვიდეოების ანაზღაურება კი 80%-ით გაიზარდა. ხოლო მონეტიზაციის შექმნიდან დღემდე, რაც 2017 წელს დაიწყო, Facebook-მა 4 მილიონზე მეტ კრეატორს გადაუხადა.

„ბუკნარი“ – „ლისი დეველოპმენტის“ არქიტექტურული ფილოსოფია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ვრცელდება

ერთი წელი, ოთხი საერთაშორისო ჯილდო – ანა დოხნაძე, მეღვინე „ნაბერაულის” ღვინოების უკან