in

Facebook იარაღთან დაკავშირებული ნივთების რეკლამის პოლიტიკას ამკაცრებს

veon
veon

Facebook-მა გადაწყვიტა, საკუთარ პლატფორმაზე, იარაღის აქსესუარების რეკლამის განთავსების წესი გაამკაცროს. ახალი რეგულაციით, დამკვეთები ვალდებულები იქნებიან, მკაცრად განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორიის ასაკი. სოციალური მედიის გიგანტის წარმომადგენლების თქმით, იარაღის ქამრის, ჩასადები ბუდისა და სხვა ნივთების რეკლამა 18 წლამდე პირთათვის ხელმიუწვდომელი იქნება.

 

„ მეგობრებისა თუ სხვა გვერდებისგან განსხვავებით, რეკლამას ფასიანი დისტრიბუცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან მკაცრადაა განსაზღვრული, რა არის დაშვებული და რა – არა. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ახალი შეზღუდვაც. 21 ივნისიდან, იარაღის აქსესუარების რეკლამა ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვანთათვის იქნება“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია – წამლის რეკლამა, საკუთარ პლატფორმაზე, 2014 წელს აკრძალა. 2018 წელს პარკლენდის და სანტა ფეს სკოლებში მომხდარი სროლების გამო კი გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საკითხისადმი პოლიტიკა კიდევ უფრო გაემკაცრებინა. ცვლილებას წინ უძღოდა, მარტში, Youtube-ზე იარაღის რეკლამის აკრძალვა, რის გამოც, ამ მიმართულების ბლოგერების უმეტესობამ არხი შეიცვალა და მას შემდეგ ვიდეოებს PornHub-ზე აქვეყნებენ.

წყარო: www.mashable.com

„ვაზისუბნის მამულის“ ახალი ღვინო – „ქართული მზე“ ანუ მზე, რომელიც გვიყვარს

როგორ მოვიგოთ ბრძოლა საკუთარ თავთან? – DNB-ის ვიდეორგოლი