Facebook-ს, გუშინდელი დღის განმავლობაში და ამ დილითაც, ჰქონდა შეფერხება, რომელიც ფოტოების ჩატვირთვას უკავშირდებოდა. მოხმარებლები ვერ ხედავდნენ ფოტოებს მათ სიახლეების ზოლში. ასევე, პრობლემა ჰქონდა ფეისბუკის სხვა პროდუქტებსაც – Instagram-იც არ ხსნიდა ფოტოებს და მისი მომხმარებლები „სთორებსაც“ ვერ ნახულობდნენ, WhatsApp-ის შემთხვევაში კი, შეფერხება მიმოწერისას იჩენდა თავს. კომპანიის თქმით, ხარვეზი გეგმიური ოპერაციული სამუშაოებისას დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.
აშშ-ს დროით, 7:49PM-ზე, კომპანიამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა, რომ პრობლემა აღმოფხვრის გზაზეა და თითოეულ მომხმარებელს, 100%-ით დაუბრუნდება ის სერვისები, რასაც აქამდე იღებდა.
https://twitter.com/FBBusiness/status/1146566642022801408?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1146566642022801408&ref_url=https%3A%2F%2Fwww.theverge.com%2F2019%2F7%2F3%2F20681050%2Ffacebook-picture-stories-outage-instagram-whatsapp-messenger
DownDetector-ის მიხედვით, ფეისბუკი ჯერ კიდევ შეფერხებით მომუშავე სოციალურ ქსელად ფიქსირდება, თუმცა, კომპანია ცდილობს სწრაფად აღმოფხვრას პრობლემა.











