in

Facebook ფუნქცია Unfollow Everything-ს კრძალავს!

აღნიშნულმა გაფართოებამ მომხმარებლების სოციალურ ქსელში გატარებული დრო საგრძნობლად შეამცირა

veon
veon

Facebook-მა ბრაუზერის გაფართოება აკრძალა, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლებს შეეძლოთ, გამოწერა გაეუქმებინათ ყველა მეგობრისთვის, ჯგუფისთვის და გვერდისთვის. ასე რომ, Unfollow Everything გაფართოება, რომელიც 2020 წლის ივლისში გამოვიდა, სამუდამოდ აიკრძალა სოციალური მედიის მიერ.

ფუნქციის შემქმნელმა, ლუის ბარკლიმ განაცხადა, რომ მისი ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები დაიბლოკა – “Facebook-მა ამიკრძალა სიცოცხლე, რადგან ვეხმარები ხალხს, სოციალური ქსელი ნაკლებად გამოიყენონ”. ამასთანავე, ბარკლის თქმით, ადამიანები მისი მადლიერები იყვნენ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობლად შემცირდა არასასურველი, ზედმეტი ინფორმაციის გავრცელება. თანაც, აღნიშნული მახასიათებელი სოციალურ ქსელზე ნაკლებ დამოკიდებულებას უზრუნველყოფს.

“ამ ზაფხულს Facebook-მა გამომიგზავნა წერილი, რომელიც სამართლებრივ ქმედებას ემუქრებოდა. მან სამუდამოდ გამორთო ჩემი ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშები. ასევე, ჩემგან მოითხოვეს, რომ აღარასოდეს შემექმნა ისეთი სერვისები, რომლებიც ფეისბუქთან ან მის სხვა სერვისებთან ურთიერთქმედებს”. 

აპლიკაციის გაფართოების შემდეგ ბარკლი Neuchatel-ის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობდა. კვლევის ფარგლებში დაკვირვება მიმდინარეობდა ადამიანების მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის ცვლილებაზე – რამდენად აისახებოდა Unfollow Everything ფუნქცია ამ ფაქტორზე.

როგორც ჩანს, სწორედ ეს კვლევა გახდა აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი… თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეისბუქმა მსგავსი ნაბიჯი გადადგა. მან ადრე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი დაბლოკა და თქვა, რომ ეს მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად გააკეთა.

ბარკლის თუ დავუჯერებთ, სოციალური გიგანტის ქცევა არა მხოლოდ კონკურენციას ეხება, არამედ, იგი მომხმარებელთა საწინააღმდეგოდაა მიმართული. “ჩვენ ჩაკეტილები ვართ პლატფორმებში, მათი უდავო სარგებლობის გამო… და დროთა განმავლობაში ლეგიტიმურ არჩევანს ვკარგავთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ მათ. აქ მომხმარებელია დამარცხებული, რაც მილიარდობით დაკარგულ საათს მოიცავს”. 

ჯერჯერობით კომპანიას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით.

„JTI-ის კულტურა ყველაზე უკეთ მის თანამშრომლებში ჩანს და ეს პირველსავე გასაუბრებაზე მკაფიოდ ვიგრძენი“ – ხათუნა გორგილაძის კარიერული გზა JTI-ში

Self.ge – სტარტაპი, რომელიც HR პროცესების ერთ, ციფრულ სივრცეში მართვას ემსახურება