in

Facebook, არჩევნებისთვის, “War Room“-ს ქმნის 

Facebook, 2019 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სპეციალურ “War Room“-ს [საბრძოლო ოთახი] შექმნის. კომპანია ამ გზით ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ პერიოდში სიცრუის ტირაჟირებასა და ყალბი ახალი ამბების გავრცელებას.

BOG
BOG

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკ კლეგი ამბობს, ე.წ. საბრძოლო ოთახი გაზაფხულზე, კომპანიის დუბლინის ოფისში გაიხსნება. ყალბი „ნიუსების“ გავრცელების საკითხის გარდა, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ლეგიტიმური აღარ იყოს ისეთი შეკითხვები, როგორიც 2018 წლის აპრილში, საარჩევნო კამპანიის დროს პირადი მონაცემების გამოყენების თაობაზე გაჩნდა. ამავე სკანდალის გამო, ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა.

“War Room“-ის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია. Facebook-ის წარმომადგენლებს ჯერ არც ის დაუკონკრეტებიათ, რა პრინციპით იმუშავებს ე.წ. საბრძოლო ოთახი.

Google, Apple და კიდევ 5 კომპანია, რომელიც თანამშრომლებს უმაღლეს განათლებას არ სთხოვს 

სახლში დამზადებული ვულკანური ლავა