in

Facebook-მა მიმების შესაქმნელი აპლიკაცია Whale გამოუშვა

გასულ კვირას, Facebook-მა მიმების შესაქმნელი აპლიკაცია Whale გამოუშვა. ჯერჯერობით, ის მხოლოდ კანადურ App Store-ზეა ხელმისაწვდომი, სადაც ნათქვამია, რომ Whale მოგცემთ საშუალებას დაამუშაოთ ფოტოები და შექმნათ ახალი მიმები. აქ ასევე ხელმისაწვდომია სტოკ ფოტოების ბიბლიოთეკა. აპლიკაციაში შექმნილი მიმების გაზიარება კი შეგიძლიათ როგორც ინსტაგრამზე, ასევე, Messenger-ში.

აპლიკაცია Facebook-ის New Product Experimentation (NPE)-ში შეიქმნა. The Information-თან საუბრისას, ფეისბუკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსაგვსი აპლიკაციების შექმნით, კომპანია ცდილობს აღმოაჩინოს ახალი მიმართულებები, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს აინტერესებს, შესაბამისად კი, მოსინჯოს თავი ახალ სერვისებში.

როგორ შეუძლია მონაცემებს დიდი ცვლილებების გამოწვევა – DataFest Tbilisi 2019-ის შეჯამება

„სტარტაპის შექმნა კილიმანჯაროს დალაშქვრას ჰგავს“