12
Aug
2019

ახალი რეგულაციები Facebook-ის, YouTube-ისა და Instagram-ისთვის

12 Aug 2019

Facebook-სYouTube-სა and Instagram-ს ბრიტანეთი ნორმატიულ შეზღუდვებს უწესებს. მთავრობა ამზადებს კანონს, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს [OFCOM] საშუალებას მისცემს, ტექნოლოგიური კომპანიები მავნე, საზიანო კონტენტის განთავსებისთვის დააჯარიმოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, OFCOM-ს უფლება ექნება, სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმაზე ზეწოლა მოახდინოს, თუ ისინი, ბავშვების ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, თავად ვერ უზრუნველყოფენ, კონტენტის გაკონტროლებას და ვიდეოებზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას.

OFCOM-ის მოთხოვნების დარღვევისთვის, კომპანიებს ჯარიმის სახით, საერთო შემოსავლის 5%-ის გადახდა მოუწევთ. ამასთან, შესაძლოა, შეეზღუდოთ ან საერთოდ შეუჩერდეთ ბრიტანეთში ოპერირება, თუ დარღვევებს არ გამოასწორებენ“.

როგორც The Telegraph წერს, ბრიტანეთის მთავრობა მკაცრად მოითხოვს სოციალური ქსელების რეგულირებას, მას შემდეგ, რაც საგრძნობლად გაიზარდა ინტერნეტ კონტენტის უარყოფითი გავლენა არასრულწლოვნებზე. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია კანონით სავალდებულო White Paper [ვიდეოს ან ტექსტის მოკლე შინაარსი, კონტენტის მიმოხილვა] სოციალური მედიისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ინტერნეტის უარყოფითი გავლენა. ამას წინ უძღოდა 2017 წელს მომხდარი ტრაგედია, როდესაც 14 წლის ბრიტანელმა მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით, მისმა მშობლებმა განაცხადეს, გოგონას „ინსტაგრამი“ შეამოწმეს, სადაც დეპრესიისა და სუიციდის თემატიკის მასალები აღმოაჩინეს.

 

განხილვა