Facebook კვლავ გვანებივრებს სიახლეებით – დღეს სოციალურ ქსელში ახალი ფუნქცია Neighborhoods ამოქმედდება, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
იმისათვის, რომ ფუნქციის გამოყენება შეძლოთ, მინიმუმ 18 წლის უნდა იყოთ. სოციალური ქსელი საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ “ინტერესები, საყვარელი ადგილები და ბიო, რათა თქვენს სამეზობლოს საკუთარი თავი გააცნოთ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბრის დასაწყებად “სოციალიზატორის” როლის მორგებაც შეგიძლიათ.
ერთი შეხედვით, ძნელია იმის გარკვევა, თუ რით განსხვავდება Neighborhoods ფეისბუქ ჯგუფებისგან, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს ეძღვნება. როგორც ჩანს, ბევრი ფუნქცია იგივეა. მას ასევე არ აქვს ჯგუფებისათვის დამახასიათებელი გარკვეული სპეციფიკა – მაგალითად, მომხმარებელს სურს ისეთ ჯგუფში გაწევრიანდეს, სადაც რაიმეს შეძენას შეძლებს და სრულებით არ აინტერესებს თავისი მეზობლების ამბები.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნქცია აშკარად “შთაგონებულია” ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა NextDoor, ის აშკარად საინტერესო სიახლეს წარმოადგენს. Facebook-ზე გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “სათემო პროგრამებში” – შესაბამისად, ახალი ფუნქცია თეორიულად უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ღონისძიებები და სხვ.