21
აგვ
2017

#NotATarget – UN-ის კამპანია და Facebook-ის Live – კონფლიქტების უდანაშაულო ადამიანების დასაცავად

21 აგვ 2017

სპეციალური აპლიკაციები, ფილტრები, სოციალურ ქსელებში Live ჩართვები, ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა და მომხმარებლისთვის ხშირად კარგ გასართობსაც წარმოადგენს. თუმცა მაშინ, როდესაც სადღაც, ჩვენგან მოშორებით, კონფლიქტსა და საომარ მოქმედებებს უდანაშაულო ადამიანები, ამასთან, მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ეწირებიან, გართობის დრო ნაკლებადაა. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ Facebook-თან თანამშრომლობით, სოციალური ქსელების სასარგებლო ფუნქცია, მნიშვნელოვანი გზავნილის გასავრცელებლად გამოიყენა. სააგენტო VML New York-ის დახმარებით, Facebook Live-ს დაემატა 10 ახალი ფილტრი, რომლის გამოყენებასთან ერთად, ეკრანზე იმ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული ისტორიები ჩნდება, რომლებიც დაუსრულებელ კონფლიქტს ეწირებიან. მომხმარებელს Live ჩართვის განმავლობაში შეუძლია, ხმამაღლა წაიკითხოს ისტორია და ამით გაავრცელოს ინფორმაცია კამპანია #NotATarget-ის შესახებ. საბოლოო ჯამში კი, მსურველებს საშუალება აქვთ, სპეციალურ პეტიციასაც მოაწერონ ხელი, რომელიც უდანაშაულო მოსახლეობის დასაცავად არის შექმნილი.

BOG PLUS

 


განხილვა