in

Facebook-ის მომხმარებელთა გაჟონილ მონაცემებს შორის მარკ ზაკერბერგის მობილურის ნომერიც აღმოჩნდა

საერთო ჯამში 533 მილიონი მომხმარებლის მონაცემები გასაჯაროვდა

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს, დაბალი დონის ჰაკერულ ფორუმს ვირუსულად მოედო.

გარდა მობილურის ნომრისა, გამოქვეყნდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა მისი ადგილმდებარეობა, ქორწინების დეტალები, დაბადების თარიღი და Facebook მომხმარებლის ID.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამ ინციდენტზე დაიწყებდნენ საუბარს, მთელი ყურადღება იმ 533 მილიონი მომხმარებლისკენ იყო მიმართული, რომელთა პირადი ინფორმაციაც ფორუმზე განთავსდა. კიბერ მკვლევარმა დეივ უოკერმა კი მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს შორის ზაკერბერგთან ერთად, “ფეისბუქის” თანადამფუძნებლები კრის ჰიუზი და დასტინ მოსკოვიციც იყვნენ.

ცხადია, მოპოვებული მონაცემების საჯაროდ განთავსება ჰაკერებს უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს – საკმარისია მხოლოდ ელემენტარული მონაცემიც კი.

“ეს არის ძველი მონაცემები, რომლებზეც წვდომა 2019 წელს მოახერხეს. თუმცა პრობლემა მაშინვე აღმოვაჩინეთ და მოვაგვარეთ აღნიშნული წლის აგვისტოში” – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები. თუმცა ისინი არანაირ კომენტარს არ აკეთებენ ზაკერბერგის პირად მონაცემებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომხმარებლებს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ – წინა დარღვევები Cambridge Analytica-ს საგას მოიცავს. ამ ინციდენტის დროს მონაცემები ანალიტიკური პოლიტიკური ფირმის არასათანადოდ იქნა მიღებული და გამოყენებული 87 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემი.

ამის პარალელურად, კომპანიამ პირობა დადო, რომ მსგავს დარღვევებს აღმოფხვრიდა და მომხმარებელთა კონფიდენციალური ინფორმაციის უფრო ძლიერ დაცვას უზრუნველყოფდა.

„ზუმერი“ მოდის ინდუსტრიაში გადავიდა?

DISNEY შიდა მარკეტინგულ სააგენტოს ქმნის, რომელსაც ჯეიანტა ჯენკინსი უხელმძღვანელებს