20
Sep
2017

“გაფერმკრთალებული” News Feed-ი და შეცვლილი ფორმები – Facebook-ის განახლებული დიზაინი  

20 Sep 2017

veon
veon


ალბათ, უყურადღებოდ არავის დარჩენია ცვლილებები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, Facebook-ის გვერდმა განიცადა. შეცვლილი ფორმები და ამოღებული ფერები, ბევრს აინტერესებს, რამ გამოიწვია სოციალური ქსელის დიზაინის ასეთი მკვეთრი ცვლილება?

მაშინ, როდესაც ზოგიერთი კომპანია ლოგოს შეცვლასა და ფერების მინიმალიზაციას ეკობრენდინგის მოტივით ახორციელებს, Facebook-ი უბრალოდ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს. როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტავენ, ცვლილებების განხორციელების მთავარი მიზანი სიმარტივე და ინფორმაციის უფრო ადვილად აღქმა გახდა. უამრავი სიახლით გადატვირთული News Feed-ი ახლა გაცილებით უფრო ნათელი და მარტივია. მიუხედავად ამისა, ახალმა დიზაინმა მომხმარებელში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი მართლაც თვლის, რომ ახალი ფორმებით გვერდი უფრო გამარტივებულია, თუმცა, ნაწილის აზრით ეს უბრალოდ Twitter-ის მსგავსი ცვლილებებია, რომლითაც ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვის წინ განაახლა თავისი ქსელი.

განხილვა