in

Facebook-ის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა პანდემიის დასრულების შემდეგაც შეეძლებათ

სხვა ტექნიკური გიგანტები ამ მიდგომას არ იზიარებენ

veon
veon

Facebook აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს პანდემიის დასრულების შემდეგაც კი შეეძლებათ სახლიდან მუშაობა. მისი წარმომადგენლების აზრით, დისტანციური მუშაობა მომავლის სამყაროს ნაწილია.

გასული წლის მაისს, “ფეისბუქის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა იწინასწარმეტყველა, რომ კომპანიის თანამშრომლების 50% მომავალი ხუთი-ათი წლის განმავლობაში დისტანციურ მუშაობას მიანიჭებდა უპირატესობას.

ამის პარალელურად, ტექნიკური გიგანტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სახლიდან მუშაობა არაეფექტურია და რიგ შემთხვევებში, პროდუქტიულობის ნაკლებობასაც იწვევს. ხარვეზები სწორედ მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც მაგალითად, Twitter-მა და Microsoft-მაც სცადეს მსგავსი მიდგომის დანერგვა…. “ზოგჯერ იგრძნობა, რომ სამსახურში სძინავთ” – ამბობს სატია ნადელა, მაიქროსოფთის აღმასრულებელი დირექტორი.

ბუნებრივია, სახლში ყველას ერთნაირი სიტუაცია არ აქვს – ზოგიერთს სივიწროვის გამო უჭირს ოჯახის სხვა წევრებისგან გამოყოფა და სამსახურზე კონცენტრაცია. თუმცა ზოგი მათგანისთვის ეს საკმაოდ მოსახერხებელი აღმოჩნდა, დროისა და ფულადი სახსრების დაზოგვის მხრივ.

სხვა კომპანიების გამოცდილების მიუხედავად, Facebook, მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში მისი ოფისები გაიხსნება, თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის არჩევის საშუალებას უტოვებს. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ამან შესაძლოა, ანაზღაურებაზეც იქონიოს გავლენა – სავარაუდოდ, ონლაინ მომუშავე პერსონალი უფრო ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს.

ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს სოციალური გიგანტის გადაწყვეტილება, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება სხვა კომპანიებს. Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დისტანციურ მუშაობას “გადახრა” უწოდა.

ადამიანები ერთმანეთზე მეტად ალგორითმს ენდობიან!

შეიძინე, რაც გაგიხარდება – Extra.ge-ზე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო