in

Facebook-მა ავსტრალიაში ახალ ამბებთან ერთად, შემთხვევით საკუთარი გვერდიც დაბლოკა

Google-მა კი “დათმობაზე წასვლა” ამჯობინა

veon
veon

Facebook-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ავსტრალიელ გამომცემლებს სოციალურ ქსელში სიახლეების გაზიარების საშუალება აღარ ექნებათ. ასევე, ავსტრალიაში მცხოვრები ადამიანები ვერ შეძლებენ საერთაშორისო სიახლეების წაკითხვას.

ეს ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიამ გადაწყვიტა კანონის მიღება, რომლის ფარგლებშიც Facebook-სა და Google-ს ახალი ამბების საკუთარ პლატფორმაზე განსათავსებლად ფულადი გადასახადი დაეკისრებოდათ. “შემოთავაზებულ კანონში არსებითად გაუგებარია ურთიერთობა ჩვენს პლატფორმასა და გამომცემლებს შორის, რომლებიც მას ახალი ამბების კონტენტის გასაზიარებლად იყენებენ. ეს ჩვენს წინაშე მძიმე არჩევანს აყენებს – შევეცადოთ კანონის შესრულებას, რომელიც ამ ურთიერთობის რეალობას უგულებელყოფს, თუ ავკრძალოთ ახალი ამბების კონტენტის გაზიარება ავსტრალიაში. დამძიმებული გულით ამ უკანასკნელს ვირჩევთ” – წერს Facebook-ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მმართველი დირექტორი, უილიამ ისტონი.

ამის პარალელურად კი Google-მა გადაწყვიტა, “დათმობაზე წასულიყო” და დაედო შეთანხმება, რომლის თანახმადაც კომპანია გარკვეულ თანხას გადაიხდის The Wall Street Journal-ის, Barron-ის, MarketWatch-ისა და New York Post-ის ამბების Google News Showcase-ზე განთავსების სანაცვლოდ. აღნიშნულ ფაქტს უილიამ ისტონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სოციალურ ქსელს სრულად განსხვავებული კავშირი აქვს ახალ ამბებთან.  “Facebook-ს გამომცემლები თავად ირჩევენ სიახლეების გამოსაქვეყნებლად, რადგან ეს აუდიტორიისა და სარეკლამო შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.”

მართალია, აკრძალვა მთავრობის გვერდებს არ ეხება, მაგრამ გარკვეული ხარვეზის გამო გამომცემლობებთან ერთად სხვა ისინიც დაიბლოკა. თანაც, დაბლოკილ გვერდებს შორის Facebook-ის გვერდიც კი აღმოჩნდა, რომელიც მალევე აღადგინეს.

ბუნებრივია, გეგმა, რომელიც Facebook News-ის ავსტრალიაში ამოქმედებას ეხებოდა, აღარ შესრულდება, თუმცა მას სხვა ქვეყნებში მაინც ვიხილავთ.

გაიგეთ, რატომ უნდა ისწავლოთ – Henley Business School Flexible Executive MBA პროგრამაზე

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია