in

Facebook-მა Clubhouse-ის კონკურენტი აპლიკაცია შექმნა!

Twitter-ს კი, $4 მილიარდად “ქლაბჰაუსის” შეძენა სურს

veon
veon

Clubhouse ის პლატფორმაა, რომელმაც სხვა კომპანიებს, კონკურენციის გაწევის მიზნით, ახალი ფუნქციების შექმნისკენ უბიძგა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო – Facebook-მა დღეს ჩაუშვა “ქლაბჰაუსის” ექსპერიმენტული კონკურენტი, Hotline.

აპლიკაციის შექმნაზე კომპანიის ახალი პროდუქტის ექსპერიმენტის (NPE) განყოფილება მუშაობდა, რომელიც გამუდმებით ინოვაციური იდეების შესაბამის აპლიკაციებს ტესტავს თუმცა Hotline-ის რამდენიმე ფუნქცია მას “ქლაბჰაუსისა” და Twitter-ის Space-სგან განასხვავებს.

როგორც ჩანს, ახალი პლატფორმა ვიდეოზე ნაკლებადაა ორიენტირებული, რადგან სტრიმინგი პროფილის ფოტოს ზომის მცირე წრეებშია წარმოდგენილი. ასევე, მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს – იყოს უბრალო მსმენელი თუ აქტიური მონაწილე.

ამასთან ერთად, Hotline ავტომატურად აფიქსირებს საუბარს. ეს ალბათ, კარგი იქნება ზოგიერთი ტიპის შეკრებისთვის, მაგალითად, პოდკასტის ტიპის სესიებისთვის. თუმცა ის ანონიმურობას და ეფემერულობას გამორიცხავს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შედგება მოლაპარაკება, თუმცა რამდენიმე დღის წინ Clubhouse-ის $4 მილიარდის ოდენობის დაფინანსების მოპოვების მცდელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. შესაბამისად, ნამდვილად არაა გამორიცხული, “თვითერმა” ასეთი პოპულარული პლატფორმის შესყიდვის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას… მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე აქვს საკუთარი აუდიო ჩათის პროდუქტი – Spaces.

ლევან ასათიანი – ამბების და კონცეფციების მაძიებელი!

ხარისხი გარანტირებულია: კარფური „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა