in

Facebook ციხიდან გამოსული ადამიანებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ტესტავს

Re-Entry ადამიანებს ჩვეული ცხოვრების დაბრუნებაში ეხმარება

veon
veon

Facebook პატიმრებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ტესტავს სახელწოდებით “Re-Entry”. ის ადამიანებს ციხის შემდეგ ჩვეული ცხოვრების მომზადებისთვისაა განკუთვნილი, სადაც უდიდესი როლი ეთმობა საზოგადოების მხარდაჭერას.

სოციალური გიგანტის მთავარ მიზანს მარგინალურ ჯგუფებსა და “დანარჩენ საზოგადოებას” შორის არსებული ხარვეზების გამოსწორება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მივიდნენ აპლიკაციის შექმნის იდეამდე, რომელიც სრულიად მოულოდნელად გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. კომპანია ტესტირებას ჯერ მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელთან გადიოდა, როდესაც “ინსტაგრამზე” შემთხვევით რეკლამირდა.

როგორც გვახსოვს, მარკ ზაკერბერგი გასულ ზაფხულს რასობრივი სამართლიანობის გასაუმჯობესებელ პროდუქტებზე საუბრობდა და შესაძლოა, ახალი Re-Entry-ც მისი ნაწილი იყოს.

სექტემბერში, რასიზმთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე, პანდემიის მძვინვარებისა და სამომავლო არჩევნების პარალელურად “ინსტაგრამის” ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ კომპანია იმუშავებს ახალ მახასიათებლებზე, რომლებიც ნაკლებად დაფასებული და განხილვადი საკითხების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ხედავს თუ არა რვაფეხა სიზმარს? – მეცნიერების ახალი კვლევა

ნატალია კვიწინაშვილი – #პირველისამსახური