in

Facebook-ს ფოტოს 360 გრადუსის რეჟიმით გაზიარების ფუნქცია დაემატა

Facebook-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ფოტო 360 გრადუსის რეჟიმით გააზიარონ. იმისთვის, რომ სიახლე გამოცადოთ, პირველ რიგში ფოტო პანორამულ ფორმატში უნდა გადაიღოთ და Facebook-ზე ატვირთოთ.

 

 

გაზიარებული ფოტოს გახსნისას საჭიროა სმარტფონის გამოძრავება. ტელეფონის დახრასთან ერთად სურათიც მოძრაობს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უშუალოდ იმ ადგილს უყურებთ, რაც ფოტოზეა ასახული.

სიახლე პირველმა მარკ ცუკერბერგმა გააზიარა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე, თან პატარა “ანოტაციაც” დაურთო: “ჩვენი ახალი ფუნქცია 360–გრადუსით გადაღებული ვიდეოს მსგავსია, უნდა ატრიალოთ სმარტფონი და მასთან ერთად შეიგრძნოთ ფოტოს დახრის კუთხე, ძალიან მაგარია.”

სოციალური ქსელებიდან Facebook-ი პირველია, ვინც ეს ფუნქცია დაამატა და ამასთან დაკავშირებით პატარა სარეკლამო ვიდეორგოლიც გადაიღო.

Kit Kat-ის პირველი გასართობი “კარცერ-ლუქსი” მეცადინეობით გადაღლილი სტუდენტებისთვის

სათვალის ინტერნეტ მაღაზია მომსახურების მოქნილი სისტემით