in

Facebook-სა და Instagram-ზე მომხმარებლები პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვას შეძლებენ

გადაწყვეტილება მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უკავშირდება

veon
veon

ძნელია განვსაზღვროთ ყველა ის გზა, რომლითაც სოციალურმა ქსელმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. თუმცა ფაქტია, “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე” განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს და უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურობას. ახლა კი ეს ორი სოციალური გიგანტი მომხმარებლებს პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მისცემს.

საგულისხმოა, რომ ამ ფუნქციის საპილოტე ტესტებს არ დაუდგენია, რამდენად მნიშვნელოვანია ის მომხმარებლებისთვის. თუმცა Facebook იმედოვნებს, რომ ეს კონტენტზე ფოკუსირებისა და აქცენტირების საშუალებას მოგვცემს, ნაცვლად პოსტის ქვემოთ მოცემულ ციფრებისა..

ამასთან ერთად, კომპანიები მომხმარებელთა მენტალურ მდგომარეობაზეც ფიქრობენ – ალბათ, ყველასათვის ცხადია, როგორ მოქმედებს მათი სოციალური გამოცდილება დეპრესიულ განწყობაზე. აშკარად არსებობს სოციალური მედიის გავლენის მთლიანი ინდუსტრია, რომელიც მოწონებისა და ჩართულობის გარშემო ტრიალებს – ზოგიერთი ადამიანისთვის რიცხვობრივი მონაცემების თვალსაჩინოება სასარგებლოა (მაგალითად, ინფლუენსერებისთვის), ზოგიერთისთვის კი პირიქით, ნეგატიურ ასპექტს წარმოადგენს. ამიტომ, მომხმარებლებს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ – მიიღოთ თუ არა ახალი მახასიათებელი.

იმისათვის, რომ ფეისბუქზე ეს ფუნქცია გააქტიუროთ, ამ სქემას უნდა მიჰყვეთ – Settings & Privacy > Settings > News Feed Settings > Reaction Counts. ის ანალოგიურად მუშაობს ინსტაგრამის შემთხვევაშიც – გადადით მენიუს გრაფაში, შემდეგ პარამეტრებში, ახალი პოსტის სექციაში და ბოლოს “Hide Like and View Counts”.

„მიჰყევი სულისკვეთებას“ | ZOMA X კონცეპტArt

ბუნებარე: „რაც უფრო „სიგიჟედ“ თვლიან შენს იდეას, მით უფრო ხვდები, რომ ეს უნდა გააკეთო“