ხშირად ხდება ისე, რომ Facebook-დან რაიმე საინტერესო ლინკზე გადავალთ, შემდეგ კი შემთხვევით გვეთიშება. თან ვეღარც ვპოულობთ… ამ დისკომფორტისგან თავის ასარიდებლად, პლატფორმაზე სპეციალური ფუნქცია მოქმედებს, სახელწოდებით Link History.
სახელიდან გამომდინარეც მარტივი მისახვედრია, რომ აღნიშნული ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ნახოთ ვებგვერდები (ან ბმულები), რომლებიც ფეისბუქის მობილური აპლიკაციის გამოყენებით ნახეთ. ისტორია 30 დღის განმავლობაში ინახება, რის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება.
აქვე გაითვალისწინეთ: თუ ბმული პირდაპირ გარე აპლიკაციაში ან ბრაუზერში იხსნება, ფეისბუქის ისტორიაში არ ჩაიწერება. ამავდროულად, არ ინახავს მესენჯერის ჩათებიდან მონახულებულ ლინკებს.
Facebook-ის დახმარების ცენტრის თანახმად, პლატფორმა Link History-ის მონაცემებს იმისათვის იყენებენ, რომ რეკლამის გამოცდილება მეტად გაუმჯობესდეს Meta ტექნოლოგიებში.
როგორ მოვძებნოთ ბოლო დროს მონახულებული ბმულები?
პირველ რიგში, Facebook-ის ბმულების ისტორია ნაგულისხმევად არ არის ჩართული. თუ აქამდე არ გაგიაქტიურებიათ, ვერ შეძლებთ ახლახან მონახულებული ბმულების ნახვას.
გახსენით აპლიკაცია ანდროიდზე ან iPhone-ზე, შეეხეთ სამ ჰორიზონტალურ ხაზს ქვედა მარჯვენა კუთხეში (iOS-ზე) ან ზედა მარჯვენა კუთხეში (ანდროიდზე); დააკლიკეთ Settings and Privacy-ს და აირჩიეთ Link History.
თუკი ეკრანზე ბმულის ისტორიის ჩართვისთვის ნებართვას მოგთხოვთ, ესე იგი, ფუნქცია ჯერჯერობით გამორთულია. ჩასართავად კი მონიშნეთ: Allow Link History.