in

Night Vision Production-მა Covid-19-ის ციფრული პერსონაჟი შექმნა

უხილავი მტერი შეუმჩნევლად დაგვყვება და ცდილობს სწორედ მაშინ ჩაგვისაფრდეს, როდესაც ყველაზე დაუცველები ვართ. Covid-19-ისგან თავის ასარიდებლად, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად პირბადის ტარებაა მიჩნეული. სწორედ ამ საკითხს ეხებს ვიდეორგოლების სერია, სახელწოდებით “იყავი ნამდვილი მებრძოლი, ატარე პირბადე”.

კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლებში ვირუსი 3D პერსონაჟის სახითაა წარმოჩენილი, რომელიც მსხვერპლის დაინფიცირებაზეა ჩასაფრებული. კამპანიაზე Night Vision Production-მა იმუშავა.

ეკატერინე ცვარიანი, პროექტის კოორდინატორი: “სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ინიციატივითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო საქართველო COVID-19 პანდემიის დროს”. ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია სატელევიზიო მედიის გავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სწორედ სატელევიზიო სოციალური მედია კამპანია წარმოადგენდა. შესაბამისად, „ Night Vision Production“ თან თანამშრომლობით, განვახორციელეთ პროექტი “უსაფრთხო საქართველო კოვიდ-19 პანდემიის დროს – იყავი ნამდვილი მებრძოლი, ატარე პირბადე”, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, 3 სოციალური რეკლამა პირბადის ტარების მნიშვნელობის შესახებ როგორც COVID-19-ისგან ყველაზე ეფექტური დამცავი საშუალება.”

ლევან ირემაშვილი (Night Vision Production ის დამფუძნებელი): “მოგეხსენებათ, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და არის, Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, ძალინ გვინდოდა ჩვენს კომპანიას და მთელ გუნდს, რაღაც პატარა წვლილი მაინც შეგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის, მათი ჯანმრთელობის დასაცავად, ლოიალურად მიგვეთითებინა, რომ პირბადე უნდა ვატაროთ. ასევე რთულად გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, როდესაც მოსახლეობაში ზედმეტად მომატებული შიშის ფაქტზე Covid 19-ის მიმართ, გადაგვეღო სოციალური რეკლამა, როდესაც მოცემულობა მოგვეცა, რთული იყო ამდენი ინფორმაციის სცენარირება 30 წამიან ქრონომეტრაჟში, მე და რეჟისორი ხათუნა გიორგობიანი, ილია ასიტაშვილთან (1 AD) ერთად, მივედით იდეამდე შეგვექმნა 3D პერსონაჟი, რომელიც თან დადებითი, თან ცოტა ბრაზიანი ვიზუალით უნდა ყოფილიყო გამორჩეული ისე, რომ მისი მოქმედებებით გამოგვეხატა და გვეთქვა სიზუსტით (ნუ გეშინიათ, გაიკეთეთ პირბადე და ყველაფერი კარგად იქნება) შემდეგ სცენები მივაბით. გადაღებები მიმდინარეობდა სპორტდარბაზში, სცენასა და სავაჭრო ცენტრის პარკინგზე, 3 დღის განმავლობაში, ძალიან რთული სცენა იყო CGI, სადაც 3D მოდელის ადაპტაცია ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ მეტად რეალისტური ყოფილიყო, მოცულობა კამერის პოზიცია და ა.შ. ამდაგვარი გამოცდილება საქართველოში არც თუ ისე ხშირია მითუმეტეს, 10 დღე რომ გაქვს დარჩენილი პროექტის გადაღებიდან ჩაბარებამდე. შესაბამისად, ვეცადეთ ყველაფერი სიზუსტით გაგვეკეთებინა და ჩვენ ეს შევძელით!”

მაღალი მოდის ახალი კონცეფტუალური ქართული ბრენდი „ასტუტი“

რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი მე-18 საუკუნის ბრენდის საათზე – „ქრონოგრაფის“ ახალი პროექტი