in

FActory-ის ახალი კამპანია — მოძრაობის დროა!

BOG
BOG

ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენდული მაღაზია FActory მომხმარებლის წინაშე ახალი ვიდეორგოლით წარსდგა. საიმიჯო კამპანია მრავალფეროვნების იდეაზეა დაფუძნებული და წარმოაჩენს სხვადასხვა პროფესიისა თუ სტილის ადამიანებს, რომლებიც ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან.

რადგან დროა!

დროა, აღმოაჩინო რეალობა, სადაც ვართ ისეთები, როგორებიც ვართ — ინდივიდუალური სტილითა და გემოვნებით. მოირგე კომფორტული ფეხსაცმელი და გადადგი ნაბიჯი სიახლისკენ, ვინაიდან ყველაფერი ახალი პირველი გადადგმული ნაბიჯით იწყება.

ვიდეორგოლში გმირები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში გვხვდებიან და თითოეულ მათგანს ფეხსაცმელი მათი სტილისა თუ გემოვნების გათვალისწინებით აქვთ შერჩეული.

𝗙𝗔𝗰𝘁𝗼𝗿𝘆 ➟ მოძრაობის დროა.

შექმენი შენი რეალობა და გადადგი ნაბიჯი!

დრესაპ ჯგუფმა გასულ წელს მომხმარებელს FActory-ის რამდენიმე ახალი ფილიალი წარუდგინა, მათ შორის სრულიად ახალი კონცეფციის მაღაზიები თბილისსა და ბათუმში:

  • ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 15/17-ში წარმოდგენილი ფილიალი განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა და 1000 კვ.მ.-მდე ფართობში აერთიანებს როგორც ყოველდღიურ, ასევე პრემიუმ, სპორტულ, საბავშვო და სხვა ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების სივრცეებს.
  • მაღაზიის ახალი ფილიალები, განახლებული კონცეფციით, გაიხსნა თბილისშიც, გალერია თბილისსა და პეკინის გამზ. 7-ში.

FActory-ის მაღაზიათა ქსელი უკვე 10 წელზე მეტია, ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დროისათვის 10 ფილიალს და 30-ზე მეტ ცნობილ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის: Levi’s, Lacoste, Tommy Hilfiger, Wrangler, Vans, Adidas, Nike, CK, Converse, Guess, Tommy Jeans, A.S.98, Birkenstock და სხვ.

როგორც დრესაპ ჯგუფში აცხადებენ, მათ პორტფოლიოში წარმოდგენილ სხვა ბრენდებთან ერთად, FActory-ს მაღაზიათა ქსელშიც მრავალი საინტერესო სიახლე ელოდება მომხმარებელს.

ვიდეორგოლზე იმუშავა: ADHD Production-მა.

კამპანიის მთავარი გმირები: ვერონიკა კალანდარიშვილი, გიორგი შერვაშიძე, სოსო მათიაშვილი, ტბელ აბუსერიძე, ელენე იაკობაშვილი, ნინი დარჩია, რატი ერაძე, ბარბარე ციცქიშვილი, დემეტრე ყაველაშვილი.

ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია

[R]

როგორ მოვახერხოთ ფიზიკური აქტივობა, თუ მთელი დღე სამსახურში ვართ

Microsoft ChatGPT-ის თავის ყველა პროდუქტში დანერგავს