3
Apr
2014

ტატუს მოშორების საუკეთესო სერვისი

3 Apr 2014

Elit Electronics


ტატუს გაკეთება ბავრს უნდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, მისი მოშორება პრობლემა ჰგონიათ. ცოტამ თუ იცის, რომ მუდმივი ტატუ არ არსებობს და მისი მოშორება ნებისმიერ დროს შეიძლება.

თუ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, არაინფორმირება ტატუს ადვილად მოშორების შესახებ, კლიენტების დაკარგვას ნიშნავს. კანადურმა სარეკლამო სააგენტომ ტატუს სალონს მშვენიერი სარეკლამო ბანერი გაუკეთა, რომელიც მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

ბანერზე სტიკერების სახით ტატუ დაამაგრეს, გამვლელებს ტატუს მოშორება სტიკერის ახევით შეეძლოთ. სტიკერს კი დამატებითი ფუნქციაც ჰქონდა, მასზე ფასდაკლების კუპონი იყო განთავსებული.

 

განხილვა