7
Oct
2019

„მარცხი არჩევანია“ – რატომ იყენებენ ბრენდები ამ შესაძლებლობას

7 Oct 2019

როგორ ფიქრობთ, ასე უეცრად, ძალიან ბევრმა წარმატებულმა ბიზნესმა რატომ გადაწყვიტა, თანამშრომლებს შეცდომების დაშვებისკენ მოუწოდოს?

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაისში, მას შემდეგ, რაც ის Coca-Cola Co.-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ჯეიმს ქვინსიმ, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს მოუწოდა, რომ გადაელახათ შიში, რომელიც კომპანიამ, მრავალი წლის წინ, „ახალი კოქსის ფიასკოს შემდეგ განიცადა. ქვინსი ირწმუნებოდა, რომ „თუ შეცდომებს არ ვუშვებთ, მაშინ საკმარისად არ ვცდილობთ“.ივნისში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეუდარებელი წარმატებით სარგებლობდა, Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიდ ჰასტინგსი იმაზე წუხდა, რომ მის ახალ შოუებზე მოთხოვნა არ იყო. „ჩვენი ჰიტის მაჩვენებელი ახლა ძალიან მაღალია“, – თქვა მან ტექნოლოგიურ კონფერენციაზე და ამიტომ, „ჩვენ უფრო მეტად უნდა გავრისკოთ… უფრო გიჟური რამ გამოვცადოთ… რომ საერთო ჯამში, არხის უფრო მეტი გაუქმების მაჩვენებელი გვქონდეს“.

„ამაზონის“ აღმასრულებელი, ჯეფ ბეზოსი, არგუმენტირებულად, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ანტრეპრენუარი ინოვაციურ ნაბიჯებს შეცდომებზე დაყრდნობით დგამს. „თუ თამამ სანაძლეოს დებ, ე.ი. ექსპერიმენტებისთვის მზად ხარ“, – ასე მოკლედ განმარტა ჯეფ ბეზოსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც „ამაზონმა“ Whole Foods იყიდა. „თუ ექსპერიმენტობ, რა თქმა უნდა, არ იცი, იმუშავებს, თუ არა რაღაც გადაწყვეტილება. ექსპერიმენტები, თავისი ბუნებით, მარცხისკენაა მიდრეკილი. მაგრამ რამდენიმე დიდი წარმატება ძალიან ბევრ წარუმატებელ მცდელობას ანაზღაურებს“.

აღმასრულებელი დირექტორების გზავნილები იმდენად მარტივია გასაგებად, რამდენადაც რთული შესასრულებლად. ძალიან ბევრი ლიდერი და ზოგადად, ორგანიზაცია შეცდომების დაშვების შიშით ცხოვრობს. თუ არ ხართ მზად მარცხისთვის, გამოდის, რომ არც სწავლისთვის გაქვთ მზაობა.

და როგორია შეცდომის დაშვების მართებული გზა? არსებობს ტექნიკა, რომელიც ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალებს საშუალებას მისცემს, რომ პატარა შეცდომებსა და დიდ წარმატებას შორის საჭირო კავშირი დაამყარონ?

Smith College – ქალების სკოლამ დასავლეთ მასაჩუსეტში პროგრამა შექმნა, სახელად „შესანიშნავი მარცხი“ და როცა სტუდენტები პროგრამაში სასწავლებლად ერთვებიან, ისინი სერტიფიკატს იღებენ, რომლითაც მარცხის უფლებამოსილება ენიჭებათ და თავისუფლად შეუძლიათ, ურთიერთობაში შეცდნენ, პროექტი ჩაუვარდეთ, გამოცდაზე ან სხვა ინიციატივაში ჩაიჭრან… მოკლედ, მათ აჩვევენ, რომ მარცხი მოცემულობად აღიქვან, რომლის გარეშეც, საჭირო გამოცდილების მიღება, გარემოსთან ადაპტირება შეუძლებელია.

და ესაა გაკვეთილი, რომელიც ნამდვილად ღირს, რომ ბიზნესმაც გამოცადოს საკუთარ თავზე. პატრიკ დოილი, „დომინოს პიცის“ აღმასრულებელი დირექტორი, 2010 წლიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, 7 წლიანი ბიზნესის მმართველობის მაგალითი რომ მოგვცა, ირწმუნება, რომ მისი ყველა კამპანიის ტრიუმფი, ემყარება შეცდომებსა და წარუმატებლობასთან გამკლავების სურვილს. სხვა აღმასრულებლების პრეზენტაციაში, დოილი ორ დიდებულ გამოწვევას აღწერს. პირველს ის „დაუდევრობის შეცდომას“ უწოდებს და გულისხმობს ადამიანების მიდრეკილებას, კარგი იდეის პრაქტიკაში ერთხელ გამოცდასა და გაუმართლებლობის შემთხვევაში, თავის მინებებაზე რომაა დაფუძნებული. ხოლო მეორე გამოწვევას – „დაკარგვის შიშს“ უწოდებს და მდგომარეობას აღწერს შემდეგნაირად, როცა ადამიანი მოქმედებს არა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს, არამედ იმისთვის, რომ არსებული შეინარჩუნოს.

„შეცდომის დაშვების ნებართვა ენერგიის მომცემია“ – გვიხსნის დოილი და იმასაც ამატებს, რომ ეს მდგომარეობა წარმატების მისაღწევად საჭირო შესაძლებლობაა და ამ მიდგომიდან გამომდინარე, მისი ერთ-ერთი პრეზენტაციის სახელწოდებაც, შემთხვევით არაა შერჩეული – „მარცხი არჩევანია“.

მარცხი ყველასთვის კარგი გაკვეთილია. რიდ ჰასტინგს, ჯეფ ბეზოსს ან თუნდაც, კოკა-კოლას აღმასრულებელ დირექტორს რომ სთხოვოთ, გაგიზიარონ თავიანთი აზრი… ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ შეცდომების დაშვების გარეშე, ვერ ისწავლით! რომ წარმატება, რეგრესის გარეშე, ვერ იარსებებს!

წყარო: HBR



განხილვა